განათლება როდისთვის იგეგმება პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა 1500-1800 ლარამდე? - პედაგოგობა ყველაზე პრესტიჟული პროფესია ხდება 2019, 5 აპრილი, 1:06 საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, პედაგოგებისთვის ხელფასის ზრდა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მამუკა ბახტაძის განმარტებით, ხელფასების ზრდა წელსვე დაიწყება, რაც კვალიფიკაციის ზრდის პარალელურად უნდა ხდებოდეს.
„სისტემა უნდა იყოს ღია, რომ მასში შეეძლოთ შესვლა მოტივირებულ ადამიანებს, მოქალაქეებს, ვისაც აქვს სურვილი, ჩაერთოს ამ საქმიანობაში, გახდეს პედაგოგი. არსებულ პედაგოგებს ექნებათ შესაძლებლობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია. კვალიფიციური მასწავლებელი ნიშნავს პირველ რიგში ძლიერ სკოლას, ძლიერი სკოლა ნიშნავს ძლიერ განათლების სისტემას, ძლიერი განათლების სისტემა – ძლიერ სახელმწიფოს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება მეთოდოლოგიაში და მასწავლებლებს ექნებათ თავისუფლება სასწავლო პროგრამების შერჩევის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, პრემიერის ინფორმაციით, სკოლა მნიშვნელოვნად წარმოჩინდება და ექნება თავისუფლების ძალიან მაღალი ხარისხი. „საქსტატის ბოლო მონაცემებით, განათლების სექტორში გვაქვს საშუალოზე დაბალი ხელფასი, რაც ჩემთვის არის დიდი ტრაგედია. ეს არის სწორედ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მიზეზი, რის გამოც ჩვენი განათლების სისტემა ჩამორჩა განვითარების ტემპებს და ამან გამოიწვია ამავე დროს სერიოზული პრობლემები და გამოწვევები ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, პედაგოგი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი პროფესია საქართველოში. ''2022 წლისთვის მასწავლებლის ხელფასმა უნდა შეადგინოს 1500-დან 1800 ლარამდე''-----------------------------------------------------------------------------------------------233 1-ს მოსწონს
|