ანეკდოტები "დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ისევ გავედი სატაქსაოდ...ჩამიჯდა ერთი კოხტად ჩაცმული პაპა..." 2019, 5 აპრილი, 1:01 სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თემო სანდროშვილი ფეისბუქში სახალისო ისტორიას ჰყვება, რომელიც თვითონ შეემთხვა.
როგორ ისტორიიდან ირკვევა მეგობარმა გახუმრება გადაწყვიტა, თუმცა ის ვერ გათვალა რომ "სატაქსაოდ" გასულ მეგობარს მანქანაში მგზავრი ეყოლებოდა. წაიკითხე ეს ისტორია და იხალისეთ. "დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ისევ გავედი სატაქსაოდ . ბედად, ათ წუთში დამიჯდა მანქანაში ერთი კოხტად ჩაცმული პაპა. მითხრა მისამართი და წავედით. მანამდე მთხოვა, შვილო იქნებ აფთიაქში გავიაროთ, მე სიარული მიჭირს და გთხოვ ვალერიანები მიყიდე, მჭირდებაო. გავაჩერე აფთიაქთან, შევედი, ვიყიდე, გამოვედი და აბა პაპა? პაპა ჯანდაბას, აბა მანქანა.? აი შენ საქმეეე. დაველოდე ნახევარი საათი მეთქი იქნებ გამოჩდეს ბოლოს, ავდექი და შევედი აფთიაქში, ვთხოვე კამერები მანახეთ მგონი მანქანა მომპარეს მეთქი და იქნებ მე თითონ მოვაგვარო თქო გადავახვიე კამერები და რას ვხედავ საჭესთან ჯდება ჩემი მეგობარი, ქოქავს და მიდის ვურეკავ ნომერზე, არიქა ბიჭო მღუპავ მეთქი? თურმე, ისე დაჯდა და მოკაწრა, იფიქრა გავეკაიფებიო და უკან არც მიიხედა რომ ვიღაც იჯდა. იმ საწყალმა პაპამაც, თავიდან მე ვგონებივარ . და ხმა არ ამოუღია, მერე რო დააკვირდა მიხვდა სხვა იყო და მორცხვად უკითხავს, შვილო ვალერიანები მიყიდეო? იმ დღეს, ამ ჩემ მეგობარს დაჭირდა მთელი ბოთლი ვვალერიანების " უფრო მეტი ინფორმაცია იხილე ჩემს არხზე: ელენე გუმა 443 2-ს მოსწონს
|