x
image
ზოგადი განათლება
გაძვირდება თუ არა პური ისევ?
პურპროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შეფასების გასაკეთებლად საჭიროა დაველოდოთ აპრილის ბოლოს. ეს არის ის დრო, როდესაც ახალი ანალიტიკა გამოქვეყნდება - საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.



image


ლევან სილაგავას ინფორმაციით, ყოველთვიურად კეთდება მსოფლიოში ხორბლის მარაგების და ბალანსის ანაზლიზი. მისივე თქმით, აპრილის თვის ბოლოს გამოქვეყნდება ახალი ანალიტიკა და დაიდება ანალიზი რუსეთსა და უკრაინაში თუ როგორ გადაიტანს ნათესები ზამთარს. მისი განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი, თუ როგორი იქნება ფასი ხორბალსა და პურპროდუქტებზე.



„მსოფლიო და რუსეთის ტენდენცია დღესდღეობით ოდნავ გამოსწორებულია, თუმცა დაძაბულობა ხორბლის ბაზარზე ფასების მხრივ არის. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უნდა დაველოდოთ აპრილის ბოლოს. ეს არის ის დრო, როდესაც ახალი ანალიტიკა გამოქვეყნდება. ამ დროს დაიდება ანალიზი რუსეთსა და უკრაინაში როგორ გადაიტანს ნათესები ზამთარს. ანუ გვეცოდინება ახალი მოსავლის პირობები როგორ იქნება.




თუ მოსავლის პირობები იქნება გაუმჯობესებული და მოსავლის აღება იწყება ივნისის პერიოდში, შესაბამისად ფასის ტენდენცია იქნება ოპტიმისტური ხორბლის მხრივ. ასევე ფასი დამოკიდებულია ვალუტის კურსის სხვაობაზე“ განუცხადა „პრაიმტაიმს“ ლევან სილაგავამ.



თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის თებერვლის თვის აგრო მიმოხილვის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არცთუ დამაიმედებლად გამოიყურება.





0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0