მოდის თუ არა პოლიტიკაში ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი - ის გაეროს სამშვიდობო მინისტერიალზე ემოციური სიტყვით გამოვიდა ( + ფოტოები და ვიდეო )
29 მარტს ყველასათვის საყვარელი ჰოლივუდის ვარსკვლავი და ცნობილი მსახიობი ანჯელინა ჯოლი მსოფლიო დონის ორგანიზაციის "United Nations"-ის სხდომაზე ( გაეროს სამშვიდობო მინისტერიალზე ემოციურად ) სიტყვით გამოვიდა. თავისი ექვსი შვილის არსებობის შემდეგ მსახიობისთვის თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ქალთა თანასწორუფლებიანობის დაცვა, უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა და დევნილების დახმარება.
43 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა ჯოლიმ, რომელიც ფოკუსირებულია მილიონობით ადამიანის დასახმარებლად მსოფლიოში კრიზისებისა და კონფლიქტების დასახმარებლად, რომელიც 2001 წელს დაიწყო, როცა ის გაეროს ლტოლვითა სააგენტოს წევრი გახდა და აქტიურად ჩაერთო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამაში, ის თავად მოგზაურობდა უკიდურესად ღატაკ ქვეყნებში დახმარების მიზნით. ყველაზე ამაღელვებელი კი ანჯელინას სიტყვაში იყო შეიარაღებული კონფლიქტების დროს ქალთა უფლებების დაცვაზე საუბარი. ჯოლის გამოსვლაში ყურადღება იყო გამახვილებული სექსუალურ ძალადობაზე და მისი თქმით: - " სექსუალური ძალადობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ის " ომის იარაღად" გამოიყენება.მართალია ეს არ არის სექსუალური აქტი, ესაა ტყვიებზე ნაკლები, ეს არის რაღაც რაც სისტემატიურად ხდება, მაგრამ აქ საქმე გვაქვს არა ინდივიდუალურ განადგურებასთან, არამედ მათ უკან ოჯახები, შვილები, მამები, დედები, დები და ა. შ დგანან..."პარასკევს, როცა მსახიობი გაეროს სამშვიდობო მისიის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მან მაღალი დონის შეხვედრებზე დააყენა.ყურადღებით უსმენდნენ ენჯის, აღსანიშნავია მათ შორის გენერალური ასამბლეის გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და კანადის თავდაცვის მინისტრი, რომლებმაც მინისტერიალის ბოლოს ერთხმად გამოაცხადეს: - " ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯოლის".სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ბუნებრივია მასთან ინტერვიუ არაერთმა გამოცემამ ჩაწერა. თუმცა გამოცემა "people" დაინტერესდა, აპირებს თუ არა 43 წლის ვარსკვლავი მომავალში პოლიტიკაში მოსვლას. ანჯელინამ ჟურნალისტის კითხვას ორაზროვანი პასუხი გასცა. - "არასოდეს თქვა, არასოდეს" - განაცხადა მან.რაც შეეხება 29 მარტს ნიუ იორკში გამართულ შეხვედრას, ოფიციალური შეხვედრისთვის მსახიობმა საქმიანი იმიჯი მოიხდინა და გამოუვიდა კიდეც - ის მინისტერიალზდე ყველაზე ლამაზი და მომხიბლავი იყო - წერს "dailymail".