x
image
Teklamaisuraze
აზალია ანუ როდოდენდრონი ყიდვისას არ გაგიფუჭდებათ თუ...

აზალია ანუ როდოდენდრონი

კმშვენიერესი, მარადმწვანე ბუჩქოვანი ყვავილია, ბერძნულად მისი სახელი “ ვარდის ხეს "ნიშნავს . არსებობს როგორც ქოთნის, ისე ბაღში დარგული . მისი ფერი შეიძლება იყოს წითელი, სტაფილოსფერი, ყავისფერი, ხუჭუჭა ფორმის ყვავილებით, ჯუჯა ან სხვა სახეობები.

image

გაზაფხულზე ადრიანად ყვავის . ბევრი მიიჩნევს, რომ აზალიას ენერგეტიკული სიცოცხლისუნარიანობის გამაძლიერებელი იდუმალება გააჩნია.

image

აზალიას მჟავე ნიადაგი უყვარს. ახალი ნერგი განსაკუთრებით, მიზანშეწონილია მოოწყათ ლიმონის წვენით გაჯერებული წყლით. დარგეთ ისეთ ადგილას სადაც მზე კარგად აღწევს. ნუ დარგავთ სახლთან ახლოს და ნურც სხვა რომელიმე ერთწლოვან ყვავილებს დაურგავთ., რადგან აბრდღვიალებული აზალია სხვის სილამაზეს შთანთქავს.

image

მრავლდება თესლით, კალმით გადაწვენით და ბუჩქის გადარგვით.

საქართველოში 5 სახეობა ყვავის. ყვითელი, უნგერნის, შქერი (ანუ პონტოური იელი), კავკასიური ანუ დეკა და სმირნოვი.

image

ბუნებაში ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში გვხვდება. ხშირად გვხვდება ქოთნის გამოყვანილი ჯიშები.

image

მისი მიწა მუდმივად ტენიან უნდა იყოს. მოსარწყავად იდეალურია წვიმის წყალი.

აზალია ის მცენარეა, რომელსაც მჟავე მიწა უყვარს. ამიტომ ტორფით უნდა გაამდიდროთ ნიადაგი. ან ლიმნიანი წყლით მოვრწყავთ ან ლიმონმჟავის 3-4 კრისტალს გავხსნით ერთ ლიტრ წყალში. მჟავე წყალი მცენარემ თვეში ერთხელ უნდა მიიღოს . შემოდგომაზე შეამცირეთ მორწყვა, მაგრამ მისი გამოშრობა არ უნდა დაუშვათ.

image

ახალი ნერგები ყოველწლიურად გადარგეთ, გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ქოთნები. ძველი ნერგი 2-3 წელიწადში. გადარგვისას ნიადაგი ააფხვიერეთ და გაანოყივრეთ.

image

მაისის თვეში აზალიას ზედმეტი ტოტები და ფოთლები უნდა მოაშოროთ. გახსოვდეთ რაც უფრო დიდი ბუჩქია მით ნაკლებ ყვავილს გაიკეთებს.

image

იცოდით, რომ ამ მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. ფრთხილად იყავით.

imageimageimage

ზაფხულში რომ არ გადახერდეს მიწაზე ყინულის კუბიკები უნდა შემოუწყოთ, რომ სიგრილე და სინოტივე შეინარჩუნოს . მიწის ტორფის მჟავიანობის მოსამატებლად მიწას ნაძვის წიწვები უნდა შეურიოთ, ან დაშლილი გირჩის ფერცლები.

ასევე დააინტერესებთ :

ტოპ 10 ბონსაი, ჯუჯა ხეები, რომელთა ჯიშის გამოყვანას ათწლეულები სჭირდწბა.

image

საკურა იაპონური ალუბალი

image

ულამაზესი მარჯანი, რომელიც წყლის ქვეშ მოიპოვება

image

სამი სხვადასხვა ყვავილი, რომელიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს

image

0
1428
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
1428
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0