საზოგადოება აზალია ანუ როდოდენდრონი ყიდვისას არ გაგიფუჭდებათ თუ... 2019, 4 აპრილი, 16:23 აზალია ანუ როდოდენდრონი კმშვენიერესი, მარადმწვანე ბუჩქოვანი ყვავილია, ბერძნულად მისი სახელი “ ვარდის ხეს "ნიშნავს . არსებობს როგორც ქოთნის, ისე ბაღში დარგული . მისი ფერი შეიძლება იყოს წითელი, სტაფილოსფერი, ყავისფერი, ხუჭუჭა ფორმის ყვავილებით, ჯუჯა ან სხვა სახეობები. გაზაფხულზე ადრიანად ყვავის . ბევრი მიიჩნევს, რომ აზალიას ენერგეტიკული სიცოცხლისუნარიანობის გამაძლიერებელი იდუმალება გააჩნია. აზალიას მჟავე ნიადაგი უყვარს. ახალი ნერგი განსაკუთრებით, მიზანშეწონილია მოოწყათ ლიმონის წვენით გაჯერებული წყლით. დარგეთ ისეთ ადგილას სადაც მზე კარგად აღწევს. ნუ დარგავთ სახლთან ახლოს და ნურც სხვა რომელიმე ერთწლოვან ყვავილებს დაურგავთ., რადგან აბრდღვიალებული აზალია სხვის სილამაზეს შთანთქავს. მრავლდება თესლით, კალმით გადაწვენით და ბუჩქის გადარგვით. საქართველოში 5 სახეობა ყვავის. ყვითელი, უნგერნის, შქერი (ანუ პონტოური იელი), კავკასიური ანუ დეკა და სმირნოვი. ბუნებაში ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში გვხვდება. ხშირად გვხვდება ქოთნის გამოყვანილი ჯიშები. მისი მიწა მუდმივად ტენიან უნდა იყოს. მოსარწყავად იდეალურია წვიმის წყალი. აზალია ის მცენარეა, რომელსაც მჟავე მიწა უყვარს. ამიტომ ტორფით უნდა გაამდიდროთ ნიადაგი. ან ლიმნიანი წყლით მოვრწყავთ ან ლიმონმჟავის 3-4 კრისტალს გავხსნით ერთ ლიტრ წყალში. მჟავე წყალი მცენარემ თვეში ერთხელ უნდა მიიღოს . შემოდგომაზე შეამცირეთ მორწყვა, მაგრამ მისი გამოშრობა არ უნდა დაუშვათ. ახალი ნერგები ყოველწლიურად გადარგეთ, გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ქოთნები. ძველი ნერგი 2-3 წელიწადში. გადარგვისას ნიადაგი ააფხვიერეთ და გაანოყივრეთ. მაისის თვეში აზალიას ზედმეტი ტოტები და ფოთლები უნდა მოაშოროთ. გახსოვდეთ რაც უფრო დიდი ბუჩქია მით ნაკლებ ყვავილს გაიკეთებს. იცოდით, რომ ამ მცენარის ყველა ნაწილი შხამიანია. ფრთხილად იყავით.
ასევე დააინტერესებთ : ტოპ 10 ბონსაი, ჯუჯა ხეები, რომელთა ჯიშის გამოყვანას ათწლეულები სჭირდწბა. ულამაზესი მარჯანი, რომელიც წყლის ქვეშ მოიპოვება სამი სხვადასხვა ყვავილი, რომელიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს 1428 შეფასება არ არის
|