x
image
ტორნადო07
არქეოლოგებმა მონა ლიზას ჩონჩხი იპოვეს
imageარქეოლოგებმა იპოვეს ჩონჩხი ფლორენციის ერთ-ერთი მონასტრის იატაკის ქვეშ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატის "მონა ლიზას" საიდულო ამოხსნეს.

ჩონჩხი ეკუთვნის ლიზა ჯერარდინის, რომელიც არქეოლოგთა აზრით პოზირებდა ლეონადრო და ვინჩისათვის.image












ლიზა ჯერერდინი მდიდარი აბრეშუმით მოვაჭრე ფერნანდო დელ ჯოკონდოს მეუღლე იყო. იტალიაში მონა ლიზა ცნობილია, როგორც ჯოკონდა. თანამედროვე ისტორიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ ლეონარდო და ვინჩის ტილოზე გამოსახული ქალბატონი სწორედ ლიზა დელ ჯოკონდოა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა ქმრის გარდაცვალების შემდეგ. ლიზა გარდაიცვალა მონასტერში 1542 წლის 15 ივლისს, 63 წლის ასაკში.image

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხრები წმინდა ურსულას მიტოვებულ მონასტერში გასულ წელს დაიწყო. მათ მალევე იპოვეს სამარხი, რომელშიც მათი აზრით ლიზა ჯერარდინი უნდა ყოფილიყო დასვენებული. მათ აღმოაჩინეს თავის ქალა, რომელიც ქალს ეკუთვნოდა. თავის ქალა და ადამიანის სხეულის სხვა ფრაგმენტები არქეოლოგებმა იატაკიდან 1.5 მეტრის სიღრმეში იპოვეს. ადამიანთა დასაფლავება საკულტო შენობებში წინათ საკმაოდ პოპულარული იყო.image


მაშინ გათხრების წარმოება შეჩერდა დაფინანსების სიმცირის გამო, თუმცა წინა თვეში არქეოლოგებმა ისევ განაახლეს გათხრები. ამ კვირაში ნაპოვნი იქნა ადამიანის ჩონჩხი. ჩონჩხს ჩაუტარდება ექსპერტიზა რაც დაადგენს შეესაბამება თუ არა ის წინა წელს ნაპოვნ თავის ქალას. ამის შემდეგ მეცნიერები შეადარებენ ლიზასა და იქვე დასვენებული მისი ორი შვილის ნეშტების დნმ-ს.image

მას შემდეგ რაც მეცნიერები დარწმუნდებიან, რომ ჩონჩხი ნამდვილად ლიზა ჯერარდინის ეკუთვნის ისინი შეეცდებიან კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით აღადგინონ მისი სახე და შეადარებენ და ვინჩის მიერ 500 წლის წინ დახატულ სურათს. შესაძლოა ერთხელ და სამუდამოდ მოხერხდეს ჯოკონდას ღიმილის საიდუმლოს ამოხსნა.image

ლეონარდო და ვინჩიმ პორტრეტის ხატვა 1503 ან 1504 წელს დაიწყო და 1519 წელს დაასრულა.

6
1469
9-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1469
  
2013, 6 აგვისტო, 8:17
ისე ეხლა თუ აღადგინეს ძველი სახე ყველაფერი ნათელი გახდება.
2012, 19 ივლისი, 18:19
+1*_* საინტერესოა
2012, 19 ივლისი, 13:19
არაფრის
2012, 19 ივლისი, 13:09
მადლობა ასეთი ინფორმაციისთვის
2012, 19 ივლისი, 12:28
ისტორია ისეთი რამ არის, რომ ვერაფერზე იმსჯელებ სრული დარწმუნებით... :) დაველოდოთ იტალიელი მეცნიერების მუშაობის შედეგებს...
2012, 19 ივლისი, 12:02
კარგად გიმუშავია, მაგრამ ის გამოგრჩა რომ მეცნიერების ნაწილის აზრით ლიზა ჯერარდის მოსამსახურე იყო. სწორედ ამ მონას ხატავდა ლეონარდო მისი პატრონის ბრძანებიტ. დიდგვაროვანი ქალბატონი თავის მოახლეს ახატინებდა ლეონარდოს. ასეთი აზრიც არსებობს და კიდევ მრავალი. თუმცა ის კი დადასტურებული ფაქტია რომ მონა ლიზას პორტრეტზე წარბების არქონა მხატვრის ბრალი კი არაა, ან რაიმე შეცდომა, უბრალოდ იმ პერიოდში ქალები წარბებს იპარსავდნენ და ასე უფრო ლამაზად ითვლებოდა.
0 1 6