x
image
ზოგადი განათლება
2019 წლის მისაღები გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დასრულდა – რამდენი დარეგისტრირდა?
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საგრანტო კონკურსისა და სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი დღეს 18:00 საათზე დასრულდა.

image


მიუხედავად იმისა, რომ დღეს რეგისტრაციის ბოლო დღე იყო, აბიტურიენტების ნაწილი აცხადებს რომ რეგისტრაციას ამ დრომდე ვერ ახერხებს. მიზეზები კი განსხვავებულია: მათი დიდი ნაწილი, ელფოსტასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრობს. ნაწილს რეგისტრაციის დასტური არ მისდის საკუთარ მეილზე, ნაწილს კი სისტემა იმ მეილებით რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევს, რომელსაც აბიტურიენტები უთითებენ. გამოცდების ცენტრში აცხადებენ, რომ ხარვეზი ან ტექნიკური გაუმართაობა არ არის და აბიტურიენტს პრობლემის შემთხვევაში შეუძლია ცხელ ხაზს მიმართოს.



რაც შეეხება ამ დროისთვის რეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობას, დარეგისტრირებულია 35 000-ზე მეტი პირი.


აბიტურიენტი დარეგისტრირებულად ითვლება:


-

თუ მან ან ელექტრონულ ფოსტაზე დასტური მიიღო, ან შეტყობინება, რომელიც მას სარეგისტრაციო გვერდზე გამოუჩნდება.


როგორც გამოცდების ცენტრი განმარტავს, იმის გამო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა რეგისტრაციის გავლის მსურველთა რაოდენობა, აბიტურიენტთა ნაწილი ელექტრონულ მისამართზე დასტურს დაგვიანებით იღებს. ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის ინფორმაცია (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ქალაქი და არჩეული პროგრამები) სარეგისტაციო გვერდზეც გამოჩნდება, რომლის ამობეჭდვა/შენახვა შესაძლებელია.

-

აბიტურიენტები 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ გამოცდებისთვის ვეღარ დარეგისტრირდებიან. როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რეგისტრაციის პირველი ეტაპის გასავლელად აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ქალაქი და ასევე, მინიმუმ ერთი ჩასაბარებელი გამოცდა მაინც აირჩიოს.

-

7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.

-

რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე დასრულდა, ასევე საგრანტო კონკურსისა და ერთიანი სამაგისტრო გამოცდისთვის. სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს ტესტის ტიპის ცვლილება 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.



გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) გადიან. იმის შესახებ, რომ მათ წარმატებით დაასრულეს რეგისტრაცია, დადასტურებას იღებენ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.


2019 წლის გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0