x
image
ზოგადი განათლება
საატესტატო გამოცდების გაუქმება პარლამენტში პირველი მოსმენით მხარდაჭერილია – სამინისტრომ ოპოზიციის წინადადება არ გაიზიარა
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საატესტატო გამოცდების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით გავა. საკანონმდებლო ინიციატივას კანონმდებლების უმრავლესობამ პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი – 75 მომხრე და ცხრა წინააღმდეგი. საკითხი მეორე მოსმენით ასევე მხარდაჭერილია განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის მიერ.


image

კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ წარადგინა. მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენისას გამოითქვა რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის წარდგენის აუცილებლობასა და ატესტატის გაცემის წესთან დაკავშირებით კომისიის შექმნის თაობაზე, რასაც სამინისტრო არ იზიარებს.

-


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქმე ისაა, რომ სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება სამინისტროს ისედაც აქვს და მას მთავრობა განიხილავს. რაც შეეხება ატესტატის გაცემის წესსა და პირობებს, ეს სამინისტროს პრეროგატივაა და იგი თვითონ უზრუნველყოფს ამ საკითხის გადაწყვეტას.

-

კომიტეტის წევრების საერთო მოსაზრებით კი, განათლების სისტემაში საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, თუმცა ამ ეტაპზე კანონში ცვლილებების შეტანაც აუცილებელია.

-

კანონპროექტთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ამ ცვლილებებს საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვანია მე-11-მე-12 კლასელებთან მიმართებაში აქცენტი განათლების რეალურ მიღებაზე გაკეთდეს და არა სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მომზადებაზე.

-

კანონპროექტი თანახმად, ხდება სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა აღნიშნულისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს გარდამავალი და დასკვნითი დებულებების ნაწილში ემატება გარდამავალი შინაარსის ნორმა, რომლის თანახმადაც ხდება იმ პირების სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისაგან გათავისუფლება, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში და პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება.

-

საბოლოოდ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

--------------------------------------------------------------------------------

'' ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ უნდა წავიდეს...საატესტატო გამოცდებს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, ეს მშობელსა და დამსაქმებელს აძლევს მისი კომპეტენციის დადასტურების საშუალებას...''

--------------------------------------------------------------------------------

ტყვიის მაღალი შემცველობა სკოლის მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელების საგნებში - სათამაშოები მეორე ადგილზეა ტყვიის მაღალი შემცველობის რაოდენობით

--------------------------------------------------------------------------------




0
20
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0