ქანდაკება ოკეანის ფსკერის მდუმარე ბინადრები - წყალქვეშა მუზეუმი "ატლანტიკო" 2019, 3 აპრილი, 0:00 მსოფლიოში უამრავი მუზეუმი არსებობს, რომელიც წლიდან წლამდე მილიონობით დამთვალიერებელს იზიდავს, მაგრამ არსებობს ერთი, უნიკალური და ამავე დროს უჩვეულო, წყალქვეშა მუზეუმი კუნძულ ლანსაროტეს მახლობლად (კანარის კუნძულები) რომლის მონახულებაც მხოლოდ "საგანგებოდ" მომზადებულ მსურველებს შეუძლიათ.წყალქვეშა მუზეუმი - "ატლანტიკო" ატლანტის ოკეანეში, 14 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, ამიტომ მის დასათვალიერებლად აუცილებელი პირობა - აკვალანგი და ცურვის კარგი ცოდნაა. როგორც ამ ორიგინალური ექსპოზიციის ავტორი აცხადებს, მუზეუმის კონცეფცია - ხელოვნებასა და ბუნებას შორის უწყვეტი კავშირის ჩვენებაა.მუზეუმში წარმოდგენილი თორმეტი ინსტალაცია 3 თემად იყოფა - კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა და მიგრაცია. ყველაზე მაშტაბურ ექსპოზიციას სახელწოდებით - "უკან დაუბრუნებლად" ოცდაათი სანტიმეტრის სიგრძის გალავნისკენ "მიმავალი" ორმოცამდე ქანდაკება წარმოადგენს.ბრიტანელმა მოქანდაკემ ჯეისონ ტეილორმა სიმბოლური "საზღვრის" მეშვეობით, კლიმატის გლობალური ცვლილებებით გამოწვეული იმ საფრთხის ჩვენება სცადა, რომლის გადაკვეთის შემთხვევაშიც, უკან დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელი იქნება.ინსტალაციის ოთხასივე ხელოვნების ნიმუში, თანამედროვე საზოგადოების წევრებს განასახიერებს, ზოგს თავი ტელეფონში ჩაურგავს, ზოგი ფოტოს გადაღებით ერთობა, ზოგიც კი თვალდახუჭული, გაურკვეველი მიმართულებით, სადღაც მიემართება..ატრაქციონზე, უდარდელად მოკალათებული ორი ბიზნესმენის სახით, ხელოვანი საზოგადოებისთვის იმ დაუდევარი და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების ჩვენებას შეეცადა, რასაც მსხვილი კომპანიები გარემოს წინააღმდეგ ყოველდღიურად ჩადიან. საქანელა, სიმბოლურად სწორედ იმ ნავთობის ჭაბურღილს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს, აჩქარებული ტემპებით ეკოლოგიურ კატასტროფასთან აახლოვებს.მიგრანტებით სავსე ჩაძირული ბორანი - "ლამპედუზას ტივი", როგორც ავტორი აცხადებს, ეს ექსპოზიცია მან ყველა იმ ლტოლვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელთა "ოცნებებიც სამუდამოდ ზღვის ფსკერზე დარჩა".მუზეუმის დამთვალიერებლებს, ადამიანის ქანდაკებების გარდა, ასევე წყალქვეშა, უნიკალური ბოტანიკური ბაღის ხილვის საშუალებაც ექნებათ.ადამიანი კოცონზე, ქანდაკება - "უკვდავები"საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენის, ასაკისა თუ რასის, ორასამდე შიშველი ადამიანის სხეულისგან შექმნილი სკულპტურა - "ადამიანური წრე".როგორც ცნობილია, მოქანდაკე ჯეისონ ტეილორი აღნიშნულ პროექტზე ორი წლის განმავლობაში საკუთარ გუნდთან ერთად მუშაობდა, მან თითოეული ქანდაკება კონკრეტული ადამიანის თანამონაწილეობით შექმნა.
საინტერესო ფაქტები:1. ევროპაში პირველი წყალქვეშა მუზეუმი - "ატლანტიკო" 2017 წლის 10 იანვარს გაიხსნა.2. წარმოდგენილი ოთხასივე ქანდაკება ადამიანის სიმაღლისაა.3. ყველა სკულპტურა ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადდა, შესაბამისად, ეკოსისტემას არანაირი ზიანი არ მიადგა.42 შეფასება არ არის |