განათლება მნიშვნელოვანი ცვლილებები მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე - შეუნარჩუნდებათ მოპოვებული კრედიტები? 2019, 2 აპრილი, 20:09 მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების საგამოცდო ფორმატში წელს ცვლილებები არ იგეგმება. სიახლე, რომელიც მასწავლებლებს გამოცდაზე ელით, კრედიტქულების დაგროვებას უკავშირდება.
როგორც პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს, წინა წლისგან განსხვავებით, წელს კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მხოლოდ 7 და 10 კრედიტის მოპოვება იქნება შესაძლებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ აქამდე არსებული 1 და 4 კრედიტი აღარ გაიცემა. კერძოდ, როგორც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, პედაგოგობის მსურველებისთვის, რომლებიც არ არიან ჩართულნი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში, სავალდებულო იქნება 10 კრედიქტულის მოპოვება, რისთვისაც მათ ქულათა 61% უნდა გადალახონ.
„მასწავლებლობის მსურველები, რომლებიც არ არიან სქემაში ჩართულნი, საგანში უნდა ჩააბარონ გამოცდა, რომელიც შეფასებული იქნება მხოლოდ 10 კრედიტით. ანუ მასწავლებლობის მსურველებმა უნდა მოიპოვონ ქულების 61% მაინც. ვისაც მასწავლებლის დიპლომი არ აქვთ, უნდა გაიარონ 1-წლიანი 60-კრედიტიანი გადამზადების პროგრამა სასურველ უნივერსიტეტში, რომელსაც გამოცხადებული აქვს აღნიშნული პროგრამა. ხოლო თუ მასწავლებლის დიპლომი აქვთ, მაშინ აღნიშნული პროგრამის გავლა არ არის საჭირო და სკოლაში მუშაობის დაწყებას, გამოცდის ჩაბარების შემდეგ, უფროსი მასწავლებლის სტატუსით შეძლებენ“, - განაცხადეს ცენტრში.
პრაქტიკოს მასწავლებლებს კი აღნიშნულ გამოცდაზე 7 ან 10 კრედიტის მოპოვება აუცილებლად მოუწევთ. მათ, ვინც წინა წელს 1 და 4 კრედიტი მიიღეს, შეუნარჩუნდებათ.
„პრაქტიკოს პედაგოგებს, საგნის გამოცდაზე 7 ან 10 კრედიტქულის მოპოვების საშუალება ექნებათ. 7 კრედიტქულა კი საკმარისი იქნებ იმ პედაგოგებისთვის, რომლებსაც 1 კრედიტიქულა მაინც აქვთ მოპოვებული. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელსაც 1 კრედიტი მაინც აქვს მოპოვებული, მაშინ გამოცდაზე 50% მაინც უნდა გადალახოს. თუ არ აქვს კრედიტი, მაშინ 60% მაინც უნდა მიიღოს“, - მასწავლებლის სახლი -------------------------------------------------------------------------------- '' ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ უნდა წავიდეს...საატესტატო გამოცდებს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, ეს მშობელსა და დამსაქმებელს აძლევს მისი კომპეტენციის დადასტურების საშუალებას...'' -------------------------------------------------------------------------------- ტყვიის მაღალი შემცველობა სკოლის მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელების საგნებში - სათამაშოები მეორე ადგილზეა ტყვიის მაღალი შემცველობის რაოდენობით -------------------------------------------------------------------------------- 1308 შეფასება არ არის
|