x
image
ზოგადი განათლება
ტყვიის მაღალი შემცველობა სკოლის მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელების საგნებში - სათამაშოები მეორე ადგილზეა ტყვიის მაღალი შემცველობის რაოდენობით

ბავშვის სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები ტყვიის მაღალი შემცველობით მეორე ადგილზეა. ყოველდღიური მოხმარების საგნებში ტყვიის შემცველობაზე კვლევა აქტიურ მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ ჩატარდა.

ყოველდღიური მოხმარების 268 შესწავლილი ნივთიდან ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა საკანცელარიო ნივთებში (19 ერთეული), მათ შორის : საწერ კალამში, ფერად ფანქრებში, ბავშვის გასაფერადებელ რვეულში, ასაწყობ კუბებში ქართული ანბანით და ასევე ბავშვის სათამაშოებში.

image

კვლევის შედეგად შესწავლილი საკანცელარიო ნივთებიდან წიგნებსა და ჟურნალებში ტყვია არ აღმოჩნდა.

“ბავშვის სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები ჩვენი კვლევის მიხედვით მეორე ადგილზეა ტყვიის მაღალი შემცველობის რაოდენობით. საკანცელარიო ნივთებიდან შევისწავლეთ წიგნები და ჟურნალებიც, რომელშიც ტყვიის შემცველობა არ აღმოჩნდა, თუმცა საწერ კალმებში, გასაფერადებელ რვეულებში, ფურცლების სამაგრებსა და ფაზლებში ტყვიის დასაშვებ ნორმაზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა. ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაციები სხვადასხვა უწყებების მიმართ, მაგრამ პირველ რიგში, ამ შემთხვევაში მშობლებს მოვუწოდებთ, რომ დაბალხარისხიანი სათამაშოს და საკანცელარიო ნივთების ყიდვას მოერიდონ”, – განაცხადა კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა, კვლევის ავტორმა, გურანდა ავქოფაშვილმა.

კვლევის ორგანიზატორებს მიაჩნიათ რომ:

1. უკვე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალების დაბინძურების პრევენციას, მონიტორინგსა და აღმოფხვრას.

2. უნდა დაიწყოს ფართო საზოგადოებრივი კამპანია (მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერივნული ცენტრის და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით), რომელიც მოსახლეობას აუხსნის, რა საფრთხეებს შეიცავს ტყვიისა და სხვა მძიმე მეტალებით დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და როგორ უზრუნველყონ მისი პრევენცია და მკურნალობა.

--------------------------------------------------------------------------------

'' ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ უნდა წავიდეს...საატესტატო გამოცდებს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, ეს მშობელსა და დამსაქმებელს აძლევს მისი კომპეტენციის დადასტურების საშუალებას...''

--------------------------------------------------------------------------------

2
61
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
61
  
2019, 6 აპრილი, 18:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 4 აპრილი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2