განათლება '' ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ უნდა წავიდეს...საატესტატო გამოცდებს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, ეს მშობელსა და დამსაქმებელს აძლევს მისი კომპეტენციის დადასტურების საშუალებას...'' 2019, 2 აპრილი, 19:34 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. საუბარია საგამოცდო სისტემის რეფორმაზე, რომელიც დამამთავრებელ კლასებში საატესტატო გამოცდების გაუქმებას გულისხმობს. - ოპოზიციონერი დეპუტატებისა და უმრავლესობიდან გასული დეპუტატების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და საკუთარი მოთხოვნები აქვს. - განათლების კომიტეტის წევრი - გია ჟორჟოლიანი საატესტატო გამოცდების მნიშვნელობასა და მის გაუქმებაზე შემდეგ განაცხადს აკეთებს:
„ბევრი საუბრის მიუხედავად, ამ თემაზე ვერც ერთხელ მე ვერ გავიგონე არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა გადაწყვეტილებას საატესტატო გამოცდების გაუქმების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ზოგადად მმართველობის სისტემის უგულვებელყოფით, პრემიერმა გამოაცხადა ბრძანება და ამის შემდეგ არავინ არ იცის რა მოხდება, რაც გვაძლევს სრული ქაოსის მოლოდინის საშუალებას. მართალია, განვითარებულ ქვეყნებში საატესტატო და უმაღლესში მისაღები გამოცდები ერთად არ ტარდება რაც სწორიცაა, მაგრამ იქ ყველგან ტარდება სააატესტატო გამოცდები უმაღლესში მისაღებად. - „საატესტატო გამოცდებს აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა, ეს ადამიანს აძლევს მისი კომპეტენციის დადასტურების საშუალებას, მშობელს ეუბნება რომ მის შვილს აქვს ეს კომპეტენცია და დამსაქმებელს ეუბნება, რომ აქვს კომპეტენცია. ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ უნდა წავიდეს, მით უმეტეს, როცა ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ, რომ შრომის ბაზარზე გვჭირდება პროფესიული განათლება, საშუალო განათლება შეიძლება პროფილური და ა.შ. ჩვენ ამ გადაწყვეტილებით სრულად დისკრედიტაციას ვახდენთ სასკოლო განათლების სისტემის.“ - საპასუხო გამოსვლაში მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძემ გია ჟორჟოლიანს განუმარტა, რომ სამინისტრო განიხილავს მის წინადადებს და კანონმროექტის მეორე მოსმენისთვის უპასუხებს მის ინიციატივებს.
----------------------------------------------------------------------- 106 შეფასება არ არის
|