მუსიკა მარვინ გეი-"მოთაუნის პრინცს" 80 წელი შეუსრულდებოდა 2019, 2 აპრილი, 14:58 2 აპრილს სოულის და რიტმ-ენდ-ბლუზის ლეგენდას მარვინ გეის 80 წელი შეუსრულდებოდა.1987 წელს იგი როკ-ნ-როლის დიდების დარბაზის წევრი გახდა. "მოთაუნის პრინცი" სტივ უანდერთან ერთად ნატიფი სოულის და რ&ბ -ის სათავეებთან იდგა.ხოლო მისი ალბომები "What’s Going On» (1971) и «Let’s Get It On» (1973) ამ ჟანრის შედევრებად ითვლება. ტრაგიკულად დასრულდა მარვინ გეის სიცოცხლე 1984 წლის 1 აპრილს, იგი საკუთარმა მამამ პისტოლეტით მოკლა მის დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე.მუსიკოსი 44 წლის იყო. Motown Records- ში (ამერიკული ხმის ჩამწერი კომპანია, რომელიც აფროამერიკული მუკისის ჩაწერას და პოპულარიზაციას ემსახურებოდა)თანამშრომლობის დროს მარვინ გეის 39 სინგლი მოხვდა აშშ-ს ჰიტ-აღლუმების ტოპ-40-ში.
ახლა კი გავიხსენოთ მისი რამდენიმე პოპულარული კომპოზიცია.
60 3-ს მოსწონს
|