არაბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება აიკრძალა. რა სასჯელი ელით კანონის დამრღევ პირებს?
2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და გამოყენება იკრძალება.
2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი აიკრძალა. პოლიეთილენის პარკის გამოყენებაზე პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარი. ![არაბიოდეგრადირებადი პარკების
გამოყენება აიკრძალა. რა სასჯელი ელით
კანონის დამრღევ პირებს? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201904/2019040118435583171.png)
2018 წლის 14 სექტემბერს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის №472 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ.
დადგენილებაში წერია, რომ 2108 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. აკრძალვა ჯერ თხელ, 15 მიკრონზე (0.15 მმ) ნაკლები სისქის, ე.წ. ერთჯერად პარკებზე გავრცელდა. 2019 წლის 1 აპრილიდან კი, აკრძალვა ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოებას და გამოყენებას შეეხება. ![არაბიოდეგრადირებადი პარკების
გამოყენება აიკრძალა. რა სასჯელი ელით
კანონის დამრღევ პირებს? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201904/2019040118441383171.png)
ბიოდეგრადირებადი პარკს პოლიეთილენის პარკთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ გარემოში დაშლას 3-6 თვეში იწყებს და პროცესი 12-24 თვეში სრულდება.
პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მისი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს; პარკების იმპორტს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური გააკონტროლებს. პარკების რეალიზატორებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. .![არაბიოდეგრადირებადი პარკების
გამოყენება აიკრძალა. რა სასჯელი ელით
კანონის დამრღევ პირებს? image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201904/2019040118443183171.png)