x
image
რუსო ჩარექიშვილი
არაბიოდეგრადირებადი პარკების გამოყენება აიკრძალა. რა სასჯელი ელით კანონის დამრღევ პირებს?

2019 წლის 1 აპრილიდან საქართველოში ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება და გამოყენება იკრძალება.

2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი აიკრძალა. პოლიეთილენის პარკის გამოყენებაზე პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარი. image


2018 წლის 14 სექტემბერს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის №472 დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ.

დადგენილებაში წერია, რომ 2108 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. აკრძალვა ჯერ თხელ, 15 მიკრონზე (0.15 მმ) ნაკლები სისქის, ე.წ. ერთჯერად პარკებზე გავრცელდა. 2019 წლის 1 აპრილიდან კი, აკრძალვა ნებისმიერი სისქის არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოებას და გამოყენებას შეეხება. image


ბიოდეგრადირებადი პარკს პოლიეთილენის პარკთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ გარემოში დაშლას 3-6 თვეში იწყებს და პროცესი 12-24 თვეში სრულდება.

პარკების მწარმოებლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მისი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს; პარკების იმპორტს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო სამსახური გააკონტროლებს. პარკების რეალიზატორებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. .image

0
132
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0