x
image
ელენე გუმა
ანეკდოტად ქცეული ამბავი კახეთიდან, რომელმაც სოციალური ქსელი აახარხარა
სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ ამბავს, რომელიც კახეთში მოხდა და ანეკდოტად იქცა.


გთავაზობთ, ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებლის მონათხრობს უცვლელად:


"კახეთის ტრასებზე დგას დიდი კაკლები..შუა ასაკის ცოლ-ქმარმა გააჩერა მანქანა. ქმარი კაკალზე ავიდა და ბერტყვა დაიწყო, (ძირს დატოვა ფეხსაცმელები და მობილური), ცოლი ძირს ჩამოყრილ კაკალს აგროვებდა.

რაღაც მომენტიდან ხალხას ტყაპუნი გაჩერდა და კაკალის ცვენაც შეწყდა.


ეძახა ცოლმა ქვევიდან, ეძება, შემოურა კაკალს და კაცი გაქრა!!!!!!!!!!!!!!!!დარეკა პატრულში. იმათაც ეძებეს.ხან ცოლს ეკითხებოდნენ, იქნებ ჩამოვიდა, ბუჩქებში შევიდა მოსაფსმელად და ვერ დაინახეო..როგორ შეიძლება კაცი ხიდან გაქრეს, ხომ არ გაფრინდებოდაო?!..

ეს სასწაული თითქმის ორი საათი გაგრძელდა. ცოლს სასწრაფოც დასჭირდა, სხვა პატრულების ეკიპაჟებიც მოვიდნენ .თურმე თურქულ დიდ ტრაილერს გამოუვლია, (ბრეზენტი რომ აქვს გადაჭიმული და მოზრდილი სახლების ხელა როა) მისი მაღალი ტენტი წამოსდებია კაკლის ტოტს, კაცი ჩამოვარდნილა კაკლიდან ბრეზენტზე დაცემულა.მანქანის მძღოლი რას გაგიგონებდა.გაუქანებია თელავში და სანამ არ გაჩერებულა, ვერაფრიც ვერ გაიგო, ....

ბოლოს რომ გაჩერდა ტრაილერი, ფეხშველი კაცი ჩამოიყვანეს, მობილური ათხოვეს და პირველ რიგში გულწასული ცოლისთვის დაურეკავს, თელავში ვარო...გადარეულან ცოლიც, პატრულებიც და სასწრაფოს ექიმიც, ვერ მიმხვდარან იქ როგორ მოხვდა.."


image


ასევე დაგაინტერესებთ:


“ნამდვილი ამბავი – დიდ დიღომში ადრე, დედაჩემს მეზობელი უყვება."


წარწერა სტომატოლოგის საფლავის ქვაზე – სიცილისგან ცუდად გახდებით

0
2770
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
2770
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0