სიახლეები მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება 2019, 1 აპრილი, 13:48 მე-12 კლასელები სკოლაში თავისუფალი დასწრების გამოცხადებას ელიან. თავისუფალი დასწრება ნიშნავს მე-12 კლასელის სურვილისამებრ გამოცხადებას სკოლაში. როგორც წესი თავისუფალი დასწრება აპრილის თვეში ცხადდებოდა.
- თუმცა, როგორც საგანმანათლებლო პორტალებისთვის გახდა ცნობილი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის დღემდე არსებული თავისუფალი დასწრების რეჟიმი, შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნულზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მსჯელობენ და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. -
გაუქმებაზე საუბარი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ სასკოლო გამოცდები გაუქმდა, მოსწავლეებს აღარ აქვთ მაისის თვეში საატესტატო გამოცდები ჩასაბარებელი და მომზადებაც აღარ სჭირდებათ, შესაბამისად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
- თავისუფალი დასწრება მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გასულ წლებში აპრილის თვეში, 24 რიცხვიდან იწყებოდა და სწორედ ამ დროიდან სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეებს არები არ ეწერებოდათ. როგორ გადაწვეტილებას მიიღებს სამინისტრო წელს, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ. -
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2019 წელს 20 მაისს სრულდება. ---------------------------------------------------------------------------------
1397 შეფასება არ არის
|