x
image
მაიკო ქავთარაძე
"დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც."-ზვიად გამსახურდია
დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, გილოცავთ! საქართველომ დღემდე ზვიადისნაირი ადამიანების წყალობით მოაღწია, გადარჩა, გაუძლო უამრავ გაჭირვებას, დამცრობას, დანაწევრებას, ღალატსა თუ მონობას...


ზვიად გამსახურდია ახალგაზრდობიდანვე უპირისპირდებოდა საბჭოთა რეჟიმს, მეგობრებისა და თანამებრძოლების დახმარებით... 1975 წელს მერაბ კოსტავასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციის "საერთაშორისო ამნისტიის" წევრად აირჩიეს, ამ ორი მეგობრისა და თანამებრძოლის თაოსნობით 1976 წელს თბილისში დაფუძნდა "საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი". ეს ჯგუფი გამოსცემდა იატაკქვეშა ჟურნალებს: "საქართველო", "ოქროს საწმისი", "საქართველოს მოამბე" და სხვ. 1991 წლის 9 აპრილს, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა და მალევე ზვიად გამსახურდია ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.


image


მთელი სიცოცხლის განმავლობაში საქართველოს კეთილდღეობასა და თავისუფლებას იცავდა, იბრძოდა ქვეყნის გამთლიანებისათვის, განათლებისათვის ეროვნული ცნობიერების ამაღლებისათვის.




გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას ციტატებს სამშობლოსა და ეროვნულობის შესახებ:


დიახ, დიდი კულტურულ-ისტორიული მისიის მეურვეა ის ერი, რომელმაც შექმნა "ვეფხისტყაოსანი", დავით გარეჯის, ბერთუბნის, ყინწვისის, გელათის ფრესკები; დიდებული ხუროთმოძღვრება და მწერლობა.


თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი - გმირებად


დამოუკიდებლობა ხომ ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც.


ნამდვილი დამოუკიდებლობის გზა, ჩემი აზრით, ეროვნული სულის, ეროვნული ხასიათის რესტავრაციით, მრავალი თვალსაზრისით უკვე დაკარგული ეროვნული სიამაყის, ეროვნული ღირსების აღორძინებით უნდა დაიწყოს.



მტერს ეშინია ჩვენი ერთობისა.



კუთხური ანტიპატიების გაღვიძება ჩვენი ერის უბოროტესი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.



მთავარია, გავაღვიძოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათ ქართველნი აღარ წამოეგონ უმეცართა და შეგნებულ პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად დაქუცმაცება და მტრისათვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში.



საქართველო აზროვნებდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.



დღეს “ნაციონალიზმი” საძრახის სიტყვად აქციეს სოციალისტებმა, კომუნისტებმა, კოსმოპოლიტებმა, გადაგვარებულმა ეროვნულმა ნიჰილისტებმა. მსოფლიოში ნაციონალიზმს გმობენ ის ამორფული, უტრადიციო, დენაციონალიზებული კონგლომერატები, რომელთაც არ გააჩნიათ ისტორია, თვითმყოფადი კულტურა, რომელთაც სურთ კაცობრიობა აქციონ ერთგვაროვან მასად, რომელსაც ამოძრავებს მარტოოდენ მხეცური ინსტინქტები და მატერიალური ფასეულობებისადმი ინტერესი.

0
57
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0