x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ყველაზე არასტანდარტული აღნაგობის ლამაზი ქალების ათეული

image


დამეთანხმებით, რომ ყველას თავისებური სილამაზის სტანდარტი აქვს.. ვიღაცას სრული ქალბატონები ხიბლავს, ვიღაცას კი პირიქით - გამხდარი. თანამედროვე საზოგადოება საკუთარ წესებს გამუდმებით გვკარნახობს და განსაზღვრულ ნორმებსაც განუწყვეტლივ გვახვევს თავს, თუმცა რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უმრავლესობის ნაწილი სწორებას, სწორედ მათ მიერ შემოთავაზებულ სტანდარტებზე აკეთებს. მოდით ერთად შევაფასოთ ყველაზე არასტანდარტული აღნაგობის ქალბატონთა ათეული, რომლებიც ფორმისა თუ წონის მიუხედავად მდიდრები, ცნობილები და წარმატებულები არიან.


ეშლი გრემი


თუკი ფიქრობთ, რომ 54 ზომა - ეს განაჩენია, ცდებით. ეშლი გრემიმ მსოფლიოს დაუმტკიცა რომ ერთდროულად შეიძლება ფუმფულაც, ლამაზიც და წარმატებულიც იყო. ძლიერი სქესისთვის ის საოცნებო ობიექტი მალევე გახდა, ხოლო ქალბატონების დიდმა ნაწილმა სწორედ მისი დახმარებით საკუთარი ინდივიდუალობა და სილამაზე საბოლოოდ ირწმუნა. ეშლი გრემი მსოფლიოს ყველაზე არასტანდარტული აღნაგობის ლამაზ ქალბატონთა შორის რეიტინგში პირველია.


image


ბიონსე


ბიონსეს მადისაღმძვრელი, მომრგვალებული ფორმების გამო ხშირად კიმ კარდაშიანსაც კი ადარებენ, თუმცა რეალითი შოუების ვარსკვლავისგან განსხვავებით, მომღერალს პლასტიკური ოპერაციებისთვის არასდროს მიუმართავს და დამსახურებული წარმატებაც საკუთარი შრომითა და ნიჭით მოიპოვა. არ ენ ბის უბადლო შემსრულებელს სხეულის სრული ფორმები, მინი- ქვედაბოლოების ტარებაში ხელს არანაირად არ უშლის და ნიჭთან ერთად, იდეალური სხეულის წყალობით, მსოფლიო მელომანთა გულების დაპყრობას კვლავაც წარმატებით აგრძელებს.



image



კრისტალ რენი


იმისთვის, რომ წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მოდელი გამხდარიყო, კრისტალ რენის არც თუ იოლი გზის გავლა დასჭირდა. მოდის სფეროში მას დიდი ხნის განმავლობაში არ იმჩნევდენ, მიზეზად კი მისი - "არასტანდარტულობა" სახელდებოდა. დამწყები მოდელი, სატრენაჟორო დარბაზში საათობით ვარჯიშობდა, განუწყვეტლივ შიმშილობდა და საკუთარ თავს უკვე ცნობილ, წარმატებულ მოდელებს ადარებდა, თუმცა ერთ დღესაც გადაწყვიტა ყველაფერი შეეცვალა და ბედი "პლიუს-ზომის" კატეგორიაში ეცადა. სწორედ ასე დაიწყო ამ მომხიბვლელი მოდელის წარმატებული კარიერა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.



image

ქეით უინსლეტი


ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ქეით უინსლეტი მაყურებელს სწორედ თავისი ქალურობითა და უშუალობით შეუყვარდა. მისმა დებიუტმა გახმაურებულ ფილმში "ტიტანიკი" მას არნახული წარმატება და მსოფლიო დიდება მოუტანა. სავსე მკერდი, პატარა მუცელი, სრული მკლავები და არც თუ მცირე წონა, მსახიობს არანაირად არ უშლის ხელს წარმატებული კარიერისა და პირადი ცხოვრების აწყობაში.


image


მონიკა ბელუჩი


ამ იტალიელმა ქალბატონმა ქალური სილამაზისა და მომხიბვლელობის განსაზღვრებას ახალი მნიშვნელობა შესძინა. ცისფერ ეკრანებზე მისი გამოჩენისთანავე ის ყველა მამაკაცის საოცნებო "მალენად" იქცა, ხოლო ქალებისთვის კი მისაბაძ მაგალითად. მონიკა ბელუჩიმ მსოფლიოს ქალურობის ახალი სტანდარტი შესთავაზა. იდეალური, ქვიშის საათის ფორმის აღნაგობა, საუცხოო გარეგნობა და ცოტა "თავხედური"გამოხედვა ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, გულგრილს დღემდე ვერ ტოვებს.



image

ადელი


ბრიტანელი მომღერალი ადელი არა მხოლოდ თავისი შესანიშნავი ხმის ტემბრით, არამედ არასტანდარტული აღნაგობითაც გამოირჩევა. მსხვილი სახე, განიერი თეძოები, ფართო წელი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ალბათ რთულია მსგავსი, არაკონდიციური გარეგნობის მეორე მუსიკოსის მოძებნა, თუმცა მისი ზედმეტი წონა, არც მისთვის და არც მილიონობით მისი თაყვანისმცემლისთვის არანაირ დისკომფორტს არ წარმოადგენს პირიქით, ის დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად შემსრულებლად.


image

ტარა ლინი


ჟურნალების "ELLE და "VOGUE" ვარსკვლავმა, მომხიბლავმა ტარა ლინიმ საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრებით - 116 / 86 საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ წარმატების მისაღწევად სტანდარტული პარამეტრები სულ არ არის მთავარი.


image

ტენიშა ევასტი


ცნობილმა ამერიკელმა ბლოგერმა ტენიშა ევასტიმ მოდის სამყარო უბრალოდ "ააფეთქა". ბრენდულ ნივთებზე მისმა ფოტოებმა და საკუთარი სხეულისადმი უსაზღვრო სიყვარულმა მას თაყვანისმცემლების მთელი არმია გაუჩინა, რომლებიც დღემდე მას "პლიუს-საიზ" კატეგორიაში, ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ მოდელად მიიჩნევენ. ცნობილმა ბლოგერმა ფუმფულა ქალბატონებისთვის, საკუთარი სამოსის ხაზიც კი შექნა, ხოლო მისმა ყოველდღიურმა "ბიუთი-რჩევებმა" მილიონობით ქალბატონს ოდესღაც დაკარგული საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა კვლავ დაუბრუნა.

image

კიმ კარდაშიანი


არც კიმ კარდაშიანი წარმოადგენს იდეალურობის განსახიერებას, თუმცა სწორედ მისი უდიდესი დამსახურებაა მოდაში კვლავ ფუმფულა ფორმების აღზევება.


image


ანჯელინა ჯოლი


ამერიკელი მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი ასევე მოხვდა არასტანდარტული აღნაგობის ყველაზე ლამაზ ქალთა რეიტინგში. წარმატებული მსახიობის, რეჟისორისა და სცენარისტის დახვეწილი და მომნუსხველი გარეგნობა წლებია გულგრილს ვერავის ტოვებს, ხოლო სამოსის სწორად შერჩევის ხელოვნება მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან ქალბატონად აქცევს, თუმცა მისი სხეულიც იდეალურობისგან ფაქტია, რომ საკმაოდ შორსაა - ძალიან გამხდარი, თითქმის ავადმყოფურად სუსტი სხეული, გრძელი მკლავებითა და გამოკვეთილი ვენებით.. მიუხედავად ამისა, სწორედ მისი უსაზღვრო სილამაზისა და შარმის წყალობით, ის წლებია ყველაზე მომხიბვლელ და ქარიზმატულ ქალბატონთა შორის რჩება.


image













0
2951
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2951