Quiz ტესტი-"რამდენად კარგად იცნობთ ზვიად გამსახურდიას ცხოვრებას?+აქტუალური ციტატები 2019, 31 მარტი, 10:45
2019 წლის 31 მარტს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს, პოლიტიკოსს, მეცნიერ-ფილოლოგს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერს და საქართველოს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდიას.
ქვემოთ შემოგთავაზებთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის რამდენიმე ცნობილ აქტუალურ გამონათქვამს, რომელიც დღესაც და მომავალშიც საყურადღებოა: "თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი - გმირებად" "არ შეიძლება საკუთარი თავისა და საკუთარი ხალხის მოტყუება - ამაზე მწარე ხვედრი, ამაზე შემზარავი დანაშაული არ არსებობს" "კუთხური ანტიპატიების გაღვიძება ჩვენი ერის უბოროტესი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს" “ნაციონალიზმი” და “ნაციზმი” არ არის იდენტური ცნებები. ნაციონალიზმი ნაციის თვითმყოფადობის და განვითარებისთვის ზრუნვაა. იგი არ უარყოფს სხვა ერების სიყვარულს, მათთან თანამშრობლომასა და კეთილმეზობლობას. ნაციზმი კი შოვინიზმის უკიდურესი ფორმაა. ეს არის საკუთარი ნაციის ფეტიშიზაცია, სხვა ერებისადმი სიძულვილი, ერთი ერის სხვა ერებზე ბატონობისაკენ, მათი მოსპობისაკენ სწრაფვა" "ნაციზმი და შოვინიზმი მხოლოდ დიდ ერებს ახასიათებთ, რომელთაც აქვთ ექსპანსიისაკენ დიდი მიდრეკილება. მცირე ერის ნაციონალიზმი კი არავის უქმნის საფრთხეს. იგი იცავს მარტოოდენ საკუთარ არსებობას და თვითმყოფადობას" "ნაცრად ქცეული ხე ისევე ხეს გამოადგებაო სასუქად. ცხოვრებაშიც ასეა: კაცმა რომ მეორე კაცს არგოს, ხესავით უნდა დაიწვას მისთვის და დანაცრდეს" "რელიგიას გონებით, მარტო ინტელექტით ვერ გააცნობიერებ, ვერ გაიგებ, ყოველთვის გაწბილებული დარჩები" ახლა კი ტესტი-ვიქტორინა "რამდენად კარგად იცნობთ ზვიად გამსახურდიას ცხოვრებას?-ქვიზში 10 კითხვაა ოთხი სავარაუდო პასუხით.გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. იხილეთ ასევე
505 5-ს მოსწონს
|