x
image
Teklamaisuraze
მშობლის 5 შეცდომა, რატომაც იტყუებიან ბავშვები
ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ნებისმიერი ბავშვი ატყუებს ან უმალავს სიმართლეს საკუთარ მშობელს. ასაკიდან და სიტუაციიდან გამომდინარე ტყუილი შეიძლება იყოს, რაღაც პრიმიტიული და ერთი შეხედვით დაუჯერებელი.

image

თუმცა ასევე შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ სერიოზული და ზიანის მომტანი . მიუხედავად ამისა, ტყუილის თქმის სურვილს ბავშვებში თითქმის ყოველთვის ერთიდაიგივე მიზეზები იწვევს და ხშირად ეს მიზეზები უფრო აშკარაა ვიდრე მშობლებს ჰგონიათ.

1. პირველი და მთავარი მიზეზი, რამაც შეიძლება ბავშვს მოტყუების სურვილი გაუჩინოს, ეს არის მისთვის სასურველის მიღწევა . მცირე ასაკის ბავშვის აზროვნება და მსოფლმხედველობა შემოიფარგლება საკუთარი მცირე გამოცდილებებით.


ხშირად, როდესაც მას უჩნდება მოთხოვნა მიიღოს რაიმე მისთვის მიუწვდომელი ან ახალი, ბავშვის გონებაში ვერ ისახება და უკვე გაკვალული გზა, რომლითაც ის შეძლებს სურვილის დაკმაყოფილებას.მშობლების რეაქციისა და პასუხის წინასწარ ამოცნობის სირთულის გამო ბავშვს ურჩევნია მოიტყუოს. მოიგონოს მისთვის გამისადეგი სიტუაცია . რითაც ის აუცილებლად აისრულებს მიზანს.

2. შედარებით მცირე ასაკში, მსგავსი ტყუილების ამოცნობა საკმაოდ მარტივია მშობლისათვის. მაგ. ბაღის ან სკოლის გაცდენის სურვილის გამო ბავშვი იტყუება, რომ ავად არის და სიცხე აქვს. ასეთ შემთხვევაში მშობლის მხრიდან წამოსული ბრაზი და აგრესია უფრო მეტად ჩაკეტავს ბავშვს საკუთარ თავში. უმჯობესია თუ უფროსი აუხსნის, რომ მასთან ურთიერთობაში მას არ სჭირდება ტყუილი. პატარამ უნდა დაინახოს რომ მშობელი მზად არის მოისმინოს გაიზიაროს. ხშირად აუსრულოს კიდეც სურვილები.

3. ასევე საკმაოდ ხშირად, ბავშვი იტყუება და იგონებს საკუთარ თავზე სხვადასხვა ფაქტებსა და ისტორიებს. რათა უფროსების ან თანატოლების მოწონება დაიმსახუროს.

მაგ. ბავშვი ხშირად იტყუება საბავშვო ბაღში, რომ მათ მშობლებს ბევრი ფული აქვთ. ან სახლი ან სხვა . ამავე მიზეზით ბავშვები ატყუებენ მშობლებს , რათა პასუხად უფროსისაგან ქება მიიღონ. მაგ. იგონებენ თუ როგორ მიიღეს მაღალი ქულა. რისი შემოწმებაც მშობელს მარტივად შეუძლია . მსგავსი მოქმედება მეტყველებს ბავშვის დაბალ თვითშეფასებაზე. უცხო ადამიანებისგან ან თუნდაც მშობლისგან შექება მასში სიამაყის გრძნობას აღვივებს. რისი მიღწევაც ბავშვს სხვა გზით უჭირთ. ამიტომ მცირედ წარმატებაზეც კი მშობლისგან აღტაცების გამოხატვა და ქება აუცილებელია ბავშვის ნორმალური თვითშეფასების ჩამოყალიბებისათვის.

4.არსებობს ტყუილის კიდევ ერთი სახე, რომელიც ძალიან ხშირია ბავშვებში. ე. წ.“ იმპულსური ტყუილი "რომლის მიზეზიცაა დაუფიქრებლობა და ბავშვის სურვილი სწრაფად და მარტივად გამოვიდეს სხვადასხვა სიტუაციიდან. ბავშვი უნებლიედ პასუხობს თავის მოგონილს. ეს ქცევა ხშირად არის დამახასიათებელი ყურადღების დეფიციტის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის. ამ სიტუაციაშიც უმჯობესია თუ დასჯის ნაცვლად მშობელი დაელაპარაკება ბავშვს და საჭიროებისამებრ მიმართოს სპეციალისტს.

5.ბავშვში ტყუილის თქმის აღმოფხვრა, ჯერ კიდევ მცირე ასაკში საკმაოდ გაუმარტივებს სოციალურ წრეში დამკვიდრებასა და ურთიერთობების დალაგებას მომავალში. მშლბელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვი არასდროს იტყუება ცუდი და ბოროტი განზრახვით . და მისი ყოველი ტყუილის უკან იმალება საკმაოდ მარტივი და გასაგები მიზეზები.

ასე რომ მშობლებო თქვენს შვილებს სათანადო სითბო აჩვენეთ, რომ მათ არ დაკარგონ თავდაჯერება და ყურადღების მიქცევის მიზნით არ დაჭირდეთ ტყუილის მოფიქრება.

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0