შოუბიზნესი სულ სხვა ლელა წურწუმია 2011, 28 ნოემბერი, 9:50 ანუ 11 წლის მონატრებული მაყურებელი ![]() ქართული შოუ-ბიზნესის ე.წ. ელიტა, ბომონდი და რაც გინდა ის დაარქვით დაბარებულივით ყველა დიდ საკონცერტო დარბაზში იყო შეკრებილი, მაგრამ რათქმაუნდა მათ შორის იყვნენ გაურკვეველი მიზეზებით დარბაზში ყველას დასანახად გვიან შემოსულებიც, მათ შორის თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინა იმედაძე, განუყრელი დაქალები გვანცა კილასონია და ხატია შამუგია, ხმამაღლა მოხითხითე ავთო ცქვიტინიძე : ) და სხვები და სხვები, რომელთა დიდი ნაწილი დარბაზიდან ადევნებდა თვალს მეგობრის შესრულებულ სიმღერებს და დიდი ნაწილი კი, სცენაზე ლელას ძველ სიმღერებს საკუთარი ინტერპრეტაციით ასრულებდა - დუეტი `ჯორჯია~ `სამი გოგოს~ ერთი გოგო - ნინი ბადურაშვილი, და ორი სოფო - ნიჟარაძე და ხალვაში, გიო ხუციშვილი, რუსა მორჩილაძე (რომლის სიმღერების უმეტესობასაც ლელა ასრულებს), ანსამბლი `შვიდკაცა~ ჯგუფი `ვივო~ და აშკარად თვალშისაცემი რაოდენობა ყოფილი `ჯეოსთარელებისა~ რომელთა შორის ვაჟა მანია და მარიკო ებრალიძე მართლა ყველსგან გამოირჩეოდნენ უმაღლესი საშემსრულებლო მანერით, დახვეწილი ხმით და მოკლედ - ყველაფრით! (ერთადერთი რაც აშკარად ყველას გაუკვირდა, ეს ლელას მეგობრის, აჩიკო მეფარიძის სცენაზე არყოფნა იყო). ![]() რაც შეეხება მთავარ გმირს - ლელა წურწუმიას! მოკლედ შეიძლება ითქვას, ეს ის ლელა აღარაა, რომელსაც აქამდე ვიცნობდით, მისგან ნადვილი ვარსკვლავი დადგა, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით - ყველა სიმღერა ცოცხალ ორკესტრთან შესრულებული, დახვეწილი მანერები, დაღვინებული, გაზრდილი, აშკარად უფრო გალამაზებული, მიუხედავად შინაგანი ნერვიულობისა რომელიც მას გამოსვლის პირველივე წუთებში ეტყობოდა, თუმცა მომღერალმა მალევე აიყვანა თავი ხელში და ემოციები მოთოკა, კარგი საშემსრულებლო მანერები და შესაბამისი რეაქციაც - სავსე დარბაზისგან დამსახურებული ხანგრძლივი აპლოდისმენტები. კონცერტის ბოლოს იყო სპონსორებისადმი (რომელიც ლელას უამრავი ყავდა) მადლობების ტრადიციული კასკადი და როცა ყველა რუდუნებით, მონდომებით და მოწიწებით ჩამოთვალა და დამშვიდობებასაც აპირებდა - დარბაზიდან ხმამაღალი წამოძახილით შეახსენა ვიღაცამ - მამულიჩა დაგავიწყდაო :) - მამულიჩა ყოველთვის მავიწყდება, არადა ყველაფერს ეგ აკეთებს და ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა კახა მამულაშვილსო... და ბოლოს იყო ლელას `თბილისო~ რომელიც კონცერტის მონაწილე ყველა მომღერალმა ერთად შეასრულა სცენაზე, სადაც მათ გვერდით იდგა ლელას პატარა გოგონა მარიკო და დედიკოს უფრო გამხნევებას ცდილობდა. დახურული ფარდა და ფარდის მიღმა სცენიდან ![]() 406 5-ს მოსწონს
|