სიახლეები ქობულეთში 500 მილიონი ლარის ევროპული ინვესტიცია განხორციელდება 2019, 30 მარტი, 5:24 Green Resort Kobuleti - ქობულეთში 2019 წლიდან მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2022 წლის ბოლომდე განხორციელდება ჯამში 500 მილიონი ლარის (ნახევარი მილიარდი ლარის) ჩეხური ინვესტიცია. დღევანდელი დოლარის კურსით (2.7 ლ. = 1$) ეს პროექტი დაჯდება დაახლოებით 185 მილიონი დოლარი. მშენებლობისას და ოპერირებისას დასაქმებული იქნება სულ 500-მდე საქართველოს მოქალაქე. განხორციელდება მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობა 180 ჰექტარზე, აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ეს არის უდიდესი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე აჭარაში განხორციელებულა ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ეს პროექტი ქობულეთს აქცევს 4-სეზონიან კურორტად. აშენდება ფიფას სტადარტის საფეხბურთო მოედნები, ასევე საჩოგბურთო კორტები და მოეწყობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გოლფის ინფრასტრუქტურა. ამ მასშტაბური ინვესტიციით საკმაო სარგებელს ნახავს მცირე ბიზნესიც, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები აწარმოებენ გაზრდილი ტურისტული ნაკადების წყალობით. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე164 2-ს მოსწონს
|