x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კაცობრიობამ პურის წარმოება ჯერ კიდევ 145 საუკუნის წინ დაიწყო
კაცობრიობამ პურის წარმოება ჯერ კიდევ 145 საუკუნის წინ დაიწყო


2018 წელს, იორდანიაში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მსოფლიოში დღემდე ცნობილი უძველესი პურის წარმოების კერა. აღმოჩენა აშკარად ამტკიცებს, რომ კაცობრიობამ პურის წარმოება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ, რომ მიწათმოქმედება დაიწყო. საქმე ისაა, რომ პურის წარმოების ეს კერა ეკუთვნის ხალხს, რომელიც მიეკუთვნებოდნენ ნატუფიანის კულტურას, რომელიც ძვ.წ. 12, 500 - 10, 200 წლებში არსებობდა ახლო აღმოსავლეთში. მათ პურის წარმოება დაიწყეს ჯერ კიდევ 14, 500 წლის წინ (145 საუკუნის წინ). ეს რეალურად გახლავთ მიწათოქმედების უძველესი კერა, რაც კი დღემდე იყო ცნობილი. ამ აღმოჩენამდე მიიჩნეოდა, რომ ადამიანმა პურის წარმოება დაიწყო ძვ.წ. 9, 100 წელს ანუ 11, 100 წლის წინ (111 საუკუნის წინ) მცირე აზიის (დღევანდელი თურქეთის) ტერიტორიაზე.


ნატუფიური კულტურა


აღმოჩენილია თონეები, სადაც პურს აცხობდნენ ნატუფიელები 145 საუკუნის წინ. ეს თონეები დამზადებულია ბაზალტის ქვებისგან და ყოველი მათგანი არის დიამეტრით დაახლოებით 1 მეტრის. ნატუფიელების კვების რაციონი უმეტესად შედგებოდა სწორედ პურისგან, მცენარეული და ხორცეული საკვებისგან. პურს ისინი ამზადებდნენ შვრიისგან, ქერისგან და ეინკორნისგან. მეცნიერებმა ამგვარი უსაფუარო პურის აღდგენა სცადეს პაპირუსებზე დაცული ინფორმაციის წყალობით და საბოლოოდ გამოვიდა, რომ ეს ადამიანები მიირთმევდნენ საკმაოდ მარიალიან, მაგრამ ასევე მოტკბო პურს. (იხ. წყარო)


ნატუფიელების მოსახლეობის გენომი ამგვარი იყო:

40%-ის ჰაპლოჯგუფი მამის მხრიდან იყო E1b1b1b2 (იგივე E-Z830) - წარმოიშვა დაახლოებით 24, 000 წლის წინ. არის ებრაული გენომი. მას ატარებდა მაგალითად ალბერტ აინშტაინი.

ასევე 40% იყო CT - ჩამოყალიბდა 88, 000 - 70, 000 წლის წინ აფრიკაში.

და 20% იყო E1b1 (E-P2) - წარმოიშვა დაახლოებით 49, 000 წლის წინ.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
496
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0