x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ნახეთ, ჩვენ რამდენი ვართ და მგონი მართლა უნდათ რომ მოგვჭამონ....- ირანელი მომღერალი

image
, ირანელი მომღერალი ამირ თათალუ, რომელიც ირანში არის გასამართლებული და დაუსწრებლად მსჯავრდებული, საქართველოში მთავარ საკონცერტო დარბაზში, ფილარმონიაში ატარებს დახურულ კონცერტს ირანელებისთვის.

ქართველებს კი პატიოსნად, ალალად გვაგინა, გაგვლანძღა, თქვა მისი სათქმელი ბოლომდე და წავიდა .ხალხმა ტაში დაუკრა ოვაციებით !!
ვინ იყო ორგანიზატორი ამ კონცერტის? სად იყო მთავრობა?

ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა სადაც ის ამბობს რომ :“ჯორჯისტანში მარიხუანის მოწევა თუ მომინდა, კანონით მეკრძალება? რომ მოვწიო ქართველებმა რა ყ@@ უნდა მომჭამონ? ნახეთ, ჩვენ რამდენი ვართ და მგონი მართლა უნდათ რომ მოგვჭამონ..
ამ ვიდეოს გავრცელების მერე არაერთი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ გამოჩნდნენ ისეთებიც ვინც ამ ირანელ ქართველების მაგინებელს კბილებით იცავს და ამბობენ რომ მასე არ უთქვია, ანუ თქვაო “რა ფეხები და არა ყ@@-ო“ სიმართლე გითხრათ მასეც რომ ეთქვა მე დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ .

ყველამ ვიცით უნიათო მთავრობა გვყავს .მიაქირავეს ფილარმონია ამ შემთხვევაში და შიგნით რა ხდებოდა არც დაინტერესებულან, ან რაში აინტერესებთ, სად ცალიათ მაგისთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხით არიან დაკავებული: როგორიცაა მაგალითად: - ძილი პარლამენტის სხდომაზე ან წითელი და მწვანე ღილაკების ფერის გარჩევას მეცადინეობენ, მაგრამ შენ, შენ და კიდევ შენ, ხალხო“, ერო ბერო, როდემდე უნდა ითმინო ეს განუკითხაობა? ხმის ამოღების დროა, იქნებ დაუფრთხოთ ჩვენს ძვირფას მთავრობას ძილი და რეალობა დავანახოთ? .

ბოლოს კი კითხვა მაქვს ამ მომღერლის გამპრავებლებთან, მაინცდამაინც, სახლში უნდა შემოგივარდნენ ირანელები, ინდოელები, დედა და ცოლი უნდა გაგიბახონ, რომ მიხვდეთ რაც ხდება? როდემდე აპირებთ სირაქლემას პოზიციაში ყოფნას?

0
314
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0