სხვა როცა გაიგებთ თუ რისგან მზადდება ეს ტკბილეული, თქვენ მას აღარასდროს იყიდით 2019, 29 მარტი, 20:50 ჟელატინის ამ ფერად საღეჭ ტკბილეულზე ალბათ ყველა პატარა გიჟდება. თავისი მრავალფეროვანი ფორმის, ფერისა და გემოს წყალობით ეს მაცდუნებელი ჟელიბონები გულგრილს ვერავის ტოვებს, თუმცა მშობლები, მასში შაქრის "გადაჭარბებული" რაოდენობის მცდარი წარმოდგენის გამო, ბავშვებს მათ მოხმარებას მკაცრად უსაზღვრავენ, თუმცა სულ ტყვილად.. სწორედ, რომ მასში შემავალი "ეს" შაქარი არ წარმოადგენს არაინაირ საფრთხეს პატარას ჯანრთელობისთვის, თუმცა არის ერთი საგულისხმო ნიუანსი, რომელსაც შეუძლია თქვენი დამოკიდებულება ამ სახის ტკბილეულის მიმართ სამუდამოდ შეცვალოს.თუ ყურადღებით დააკვირდებით ბავშვების ამ საყვარელი ნუგბარის შემადგენლობას, შაქრის, სიროფისა და კონცენტრატების გარდა, მასში კიდევ ერთ მთავარ კომპონენტს - ჟელატინსაც აღმოაჩენთ. საინტერესოა, იცით თუ არა, როგორ ან რისგან აწარმოებენ ამ პროდუქტს?ჟელატინი ეს არის უგემო, მოყვითალო ფერის, სპეციფიური ნივთიერება, რომელსაც ღორის და ძროხის ხორცის მონარჩენი - ტყავის, ხრტილის, ძვლების, რქებისა და ჩლიქებისგან, ხანგრძლივი დუღილის შედეგად იღებენ.ცხოველთა ნარჩენებს ჯერ კარგად ასუფთავებენ და დიდი ხნის განმავლობაში, 140 გრადუსზე ადუღებენ, შემდეგ კი მიღებულ მასას ნაყავენ და აშრობენ მანამ, სანამ საბოლოოდ თეთრ ფხვნილს არ მიიღებენ, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნებისმიერი ფერის, ფორმისა თუ არომატის მისაღებად მზად არის.თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს რომ ჟელატინს უსაფრთხოების ყველანაირი გარანტია გააჩნია, ვინაიდან ის ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება. როგორც ცნობილია, ეს პროდუქტი არა მხოლოდ ტკბილეულის, არამედ ვიტამინების, წამლების, ძეხვეულისა და კონსერვების წარმოებაში ფართოდ გამოიყენება. საგულისხმოა, რომ ის ერთგვარ ხაფანგს, სწორედ ვეგეტარიანელებისთვის წარმოადგენს.მიუხედავად იმისა, რომ ჟელატინის წარმოება არცთუ ესთეტიურად გამოიყურება, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ მასში არც ცხიმები, არც ნახშირწყლები და შესაბამისად არც ქოლესტერინია. ის ორგანიზმისთვის შეუცვლელ, 18 ამინომჟავას შეიცავს, რომელიც ძვლების, მყესებისა და სახსრების აღდგენით პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, თუმცა ჯანმრთელობისთვის ამ პროდუქტის მოხმარება რამდენად საზიანო ან სასარგებლოა, ეს თქვენ თავად გადაწყვიტეთ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ყოველთვის უკეთესია იცოდეთ თუ რა პროდუქტს იყენებთ საკვებად.206 შეფასება არ არის |