x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ძუ ლომმა მაიმუნი მოკლა, მაგრამ მისი შვილი დაიცვა

უჩვეულო შემთხვევა მოხდა ბოტსვანაში. ძუ ლომმა ბაბუინი მოკლა, მაგრამ მის შვილს პირი არ დააკარა. ამ ფაქტის შემსწრე ტურისტების ჯგუფი იყო და მათ შორის, ველური ბუნების მოყვარული ფოტოგრაფები, რომლებმაც ეს ფაქტი ფოტოებზე ასახეს:


image
როგორც ფოტოგრაფები - ევან შილერი და ლიზა ჰოლცვარი ჰყვებიან, მტაცებელი 30-40 მამიუნისგან შემდგარ, ბაბუინების ჯგუფს უთვალთვალებდა. ერთ მდედრ მაიმუნს არ გაუმართლა და ლომის კლანჭებში აღმოჩნდა. ამის ნახვის შემდეგ, მოგზაურები გზას გააგრძელებდნენ, რომ არა პატარა ბაბუინი, რომელიც მსხვერპლზე იყო ჩაბღაუჭებული და უკვე მკვდარ დედას არ სცილდებოდა.


image


იმ მომენტში, როდესაც ლომმა ნადავლის უსაფრთხო ადგილზე (მოფარებულში) გადატანა გადაწყვიტა, პატარა დედას მოშორდა და ხისკენ გაიქცა, რითაც ლომის ყურადღება მიიქცია.


image


რადგან ის მეტისმეტად პატარა იყო საიმისოდ, რომ ხეზე ამძვრალიყო, ფოტოგრაფები სისხლისღვრას ელოდნენ. მაგრამ, მათი მოლოდინი არ გამართლდა: ცნობისმოყვარე მტაცებელი ხესთან მივიდა და პატარასთან თამაში დაიწყო.


image


ყველას გასაკვირად, პატარა ბაბუონი დაწყნარდა და ლომთან მივიდა.



image
ცოტა ხნის შემდეგ კი, მის სხეულზე რძის ძებნა დაიწყო.


image


მოვიდნენ სხვა ძუ ლომებიც, რომლებიც დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ პატარა ბაბუინს. არანაირი აგრესია, სხვა ლომების მხრიდან არ ყოფილა, ვიდრე იქ ხვადი ლომი არ გამოჩნდა. როდესაც მან ბაბუინის წართმევა მოინდომა, ძუ ლომებმა მაიმუნი დაიცვეს და შეუტიეს მას.


image


ყოველივე ამას, მეზობელი ხიდან, ზრდასრული ბაბუინები აკვირდებოდნენ. მათგან, ერთ-ერთმა შემთხვევით ისარგებლა, მიწაზე ჩამოსვლა შეძლო და პატარა ბაბუინი თან წაიყვანა.


image

image


რა დაემართა შემდეგ პატარა ნაშიერს, რთული სათქმელია, მაგრამ იმ დღეს, ის ნამდვილად გადაურჩა სიკვდილს.

ამ ისტორიამ კი დაგვანახვა, რომ პატარები, ცხოველთა სამყაროშიც კი, კანონის მიღმა არიან.

imageimageimageimageimageimageimage














0
690
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
690
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0