x
ერდოღანი აია სოფიას მეჩეთად გადააკეთებს? - დომინოს ეფექტი საერთაშორისო პოლიტიკაში

image

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში, ისტორიულ კონსტანტინეპოლში აია სოფიას ტაძრის, რომელსაც ახლა მუზეუმის სტატუსი აქვს, მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

"აია-სოფიას აღარ ერქმევა მუზეუმი. მისი სტატუსი შეიცვლება. ჩვენ მას მეჩეთად გადავაკეთებთ" - რატომ მივიდა ერდოღანი ამ დასკვნამდე?

თურქეთში ახლა წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის - 31 მარტს ადგილობრივი არჩევნები გაიმართება. ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ამომრჩევლები მოიმადლიეროს. ის თავადაც მართავს სახალხო გამოსვლებს
თურქეთის სხვადასხვა ქალაქი და საკუთარ მიღწევებზე საუბრობს, ასობით ათას მსმენელს უსაბუთებს, რომ მისი პარტია არის ერთადერთი, რომელიც კეთილდღეობას მოუტანს თურქეთს. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ისეა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ხოლმე.

ერდოღანი უკვე დიდი ხანიადაადგა ხელისუფლების მონოპოლიზების გზას და ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება დიდი ძალაუფლება და მხარდაჭერა ჰქონდეს. ამისთვის, ბუნებრივია, ისე წარმოაჩენს ვითარებას, რომ მის გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩება.
"ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ ეს აღარ არის უბრალო ადგილობრივი არჩევნები. ეს არჩევნები გადარჩენის საკითხად იქცა ჩვენი ქვეყნისთვის" - უცხადებს ერდოღანი შეკრებილ მსმენელებს.
რა მოვლენებზე საუბრობდა ის? წაიკითხეთ ვრცლად
0
110
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0