x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
დაივიწყეთ კომპლექსები! 3 ქალური „ნაკლი“, რომლებიც მამაკაცებს ჭკუიდან გადაჰყავს
image


ქალები ხშირად გარეგნობით უკმაყოფილოები არიან. მას ყოველთვის რაღაცის გამოსწორება და შეცვლა სურს.


ამავდროულად, მამაკაცები ჭკუას სწორედ ბუნებრივი სილამაზის გამო კარგავენ, ხიბლს როგორც დიდ, ასევე პატარა მკერდში ნახულობენ, ტკბებიან როგორც სწორი, ასევე ხვეული თმით.


ქალური კომპლექსები

აი, სამი მთავარი კომპლექსი, რომლებიც სინამდვილეში მამაკაცებს ჭკუიდან გადაჰყავს:


პატარა მკერდი

image


პატარა მკერდი გაქვთ? გულამოღებული კაბების და ღრმა დეკოლტეს ჩაცმის გრცხვენიათ? გგონიათ, რომ სექსუალური მხოლოდ დიდი ზომის მკერდია? აი, დამაჯერებელი არგუმენტები პატარა მკერდის სასარგებლოდ:


1. ფორმა და არა ზომა არის მნიშვნელოვანი

სამეცნიერო ჟურნალში Evolotuion & Human Behavior გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს ქალის მკერდის ზომაზე უფრო მისი ფორმა აინტერესებთ. სწორედ ამიტომ, იმის მტკიცებულება რომ დიდი მკერდი საპირისპირო სქესს იზიდავს, როგორც მინიმუმ, შეცდომაა.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები მიმზიდველად მკვრივ მკერდს მიიჩნევენ და არა ჩამოწელილს. სხვათა შორის, სიმკვრივე პატარა მკერდის უპირატესობაა.

საკმარისია რამდენიმე ცნობილი მსახიობი გაიხსენოთ, რომელთაც თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ. კირა ნაითლი, კეიტ მოსი ან კამერონ დიასი პატარა მკერდის მქონე სექსუალური ქალის ღირსეული მაგალითები შეიძლება იყვნენ.


2. მდიდარ და ღარიბ მამაკაცებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ

ერთ-ერთმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცი რაც უფრო ღარიბია, მით უფრო მეტად იზიდავს ფუმფულა ფორმები. აი, მდიდარი და წარმატებული მამაკაცები, როგორც წესი, უპირატესობას პატარა მკერდს ანიჭებენ.

რასთან არის ეს დაკავშირებული, ჯერ უცნობია.


3. პატარა მკერდი უფრო ელეგანტურია

და ბოლოს, პატარა მკერდი უფრო ელეგანტურად გამოიყურება. გარდა ამისა, ფუმფულა ფორმები, როგორც წესი, ასაკს მატებს.


ფართო თეძოები

image

ფართო თეძოები კიდევ ერთი რამ, რისიც ქალებს რცხვენიათ, მამაკაცებს კი აგიჟებს.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში ქალის თეძოები უფრო ფართოვდება, რაც მას დედობისთვის მომზადებულს ხდის. თეძოები არ იტყუებიან - ფართო თეძოები მამაკაცებისთვის არის სიგნალი, რომ მათ წინაშე მომწიფებული ქალია, რომელსაც ბავშვის გაჩენა შეუძლია.

საბედნიეროდ, სავსე თეძოები კვლავ მოდაში შემოდის. ფუმფულა თეძოების მქონე ბევრი ქალი ამით დაკომპლექსებულია და სულ ტყუილად!

მამაკაცები ლამაზი თეძოების დანახვაზე ჭკუას კარგავენ. ამასთან, სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ მრგვალი ფორმის მქონე ქალები საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს მაგნიტივით იზიდავენ.


მუცელი

image

ყველა ქალის ოცნება იდეალურად ბრტყელი მუცლის ქონაა. ამ მიზეზით ისინი მკაცრ დიეტებს იცავენ და საათობით ვარჯიშობენ.

არადა, მამაკაცებს წელის არეში ეს ტკბილეულობა უყვართ. როგორც აღმოჩნდა, მამაკაცებს ქალის მუცელი უყვართ!

გაიხსენეთ მერლინ მონროს სიტყვები იმის შესახებ, რომ ქალი მუცლის გარეშე იგივეა, რაც ბინა ავეჯის გარეშე. მამაკაცები ქალის სილამაზის ეტალონად სწორედ ჰოლივუდის მსახიობის ფორმას თვლიან.


image

რთულია წარმოიდგინოთ ქვიშის საათის სხეულის ფორმა ფართო თეძოების, ლამაზი წელის და ცოტა მუცლის გარეშე. სწორედ ამიტომ, ცოტა მომრგვალებული მუცელი ხელს არ გიშლით, არამედ, პირიქით, მამაკაცებს იზიდავს.

ეცადეთ, საკუთარი კომპლექსები სიამაყის საგნად აქციოთ და თქვენ ყველაზე მიუღწეველი მამაკაცების გულსაც დაიპყრობთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 10 ნიშანი, რომ ადამიანს სიყვარული არ შეუძლია

image

2. 10 რამ, რასაც მამაკაცები ყურადღებას აქცევენ, თქვენ კი არა

image

3. რატომ არის ცოლი ბავშვებზე უფრო მნიშვნელოვანი

image

4. აქვს თუ არა ურთიერთობას მომავალი? 7 ცხადი ნიშანი

image

5. 20 რამ ქორწინებაზე, რაც ძალიან გვიან გავიგე

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
3120
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
3120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0