ფსიქოლოგია ხერხმა «უკბინა» და... 2019, 29 მარტი, 10:46 «ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების». შოთა რუსთაველი მიხოხავდა გველი თავისი სოროსკენ, მიწაზე დაგდებულ ხერხს გამოედო და ტკივილი იგრძნო – თითქოს ვიღაცამ წაკბინა. ოდნავ დაჭრილი გველი უეცრად მიბრუნდა და ხერხს უკბინა. განრისხებულმა, კბენის დროს, პირი დაიზიანა. ვერ მიხვდა გველი, რა ხდებოდა, – იფიქრა, ხერხი თავს დამესხაო და მისი დახრჩობა გადაწყვიტა. ის «მტერს» შემოეხვია და რაც ძალი და ღონი ჰქონდა, ხერხის შეკუმშვა სცადა. შედეგად – გველი დაიღუპა. მორალი: როდესაც ცხარედ ვრეაგირებთ სხვების ჩვენდამი უარყოფით დამოკიდებულებაზე, ამით, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს, – სულ ტყუილად ვნერვიულობთ, დეპრესიაში ვვარდებით და აუტკივარ თავს ვიტკივებთ. P. S. როგორც ამბობენ, «სადაც არა სჯობს, – გაცლა სჯობსო». თუ ნეგატივის თავიდან აცილება შეუძლებელია, – მისი იგნორირება, საუკეთესო გამოსავალია. 1295 6-ს მოსწონს
|