განათლება ფინური განათლების სისტემის 14 მახასიათებელი, რომელსაც მთელმა მსოფლიომ უნდა მიბაძოს 2019, 24 მარტი, 21:17 კვლევის თანახმად დადგინდა, რომ ფინელი ბავშვები ყველაზე ბედნიერები არიან მთელ მსოფლიოში. მათი განათლების სისტემაც უნიკალურია. წარმოგიდგენთ 14 პუნქტით ფინურ განათლების სისტემას, რომელსაც მთელმა მსოფლიომ უნდა მიბაძოს: 1. ყველაფერი უფასოა - ქვეყანა შემოსავლის 12.2 % განათლების სისტემაში ხარჯავს. უფასოა სკოლებში კვება და ასევე სკოლის სამარშრუტო სერვისები. 2. თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად ეპყრობიან - არ არსებობს ჩავარდნა გაკვეთილებზე. ყველა მოსწავლეს ეძლევა შანსი გაკვეთილის ბოლომდე შეისწავლოს ის, რასაც მასწავლებელი ახსნის, თუ რაიმეს ვერ გაიგებს მოსწავლე, მას თავიდან უხსნის მასწავლებელი. 3. შეფასება მოსწავლეების მხრიდან ხორციელდება - ფინეთში შეფასების 10 ბალიანი სისტემაა. მესამე კლასამდე შეფასებები არ არსებობს, ხოლო 3 და 7 კლასამდე ამას მოსწავლეები წყვიტავენ. მერვე კლასში გადასვლამდე, ყველამ უნდა მოახერხოს კარგი ქულების დაგროვება. 4. შეუძლიათ გაკვეთილებზე პიჟამოებით დასწრება - უნიფორმები არ გააჩნიათ, აქედან გამომდინარე სკოლაში რასაც უნდათ იმას იცვამენ, სავსებით შესაძლებელია ფინურ სკოლაში შენიშნოთ ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც პიჟამოები აცვიათ... 5. გაკვეთილის პროცესში მოსწავლეს შეუძლია დაჯდეს ძირს ან უბრალოდ წამოწვეს. არ არის აუცილებელი მერხებზე გადაჯგუფება. უფრო მეტი თავისუფლება... -ასე თვლის ფინეთის განათლების მინისტრი. 6. პატარა საშიანო დავალებები - ფინელი მასწავლებლები მოსწავლეებს სახლში უფრო მეტ დროს აძლევენ, ისინი თვლიან, რომ ბავშვებმა მეტი დრო უნდა გაატარონ მშობლებთან. საშინაო დავალებები უფრო მოკლე და სახალისოა ყოველთვის. 7. იშვიათი გამოცდები - სერიოზული გამოცდები 16 წლამდე არ არსებობს. ამ ასაკმდე მოსწავლის სურვილისამებრ ხდება მისი გამოცდა. 8. თავისუფალი თემა - არსებობს დამატებითი გაკვეთილი, რომელსაც თავისუფალი თემა ეწოდება. ნაგუსლისხმევ გაკვეთილზე მოსწავლეები მიმდინარე აქტუალურ თემებზე საუბრობენ. განათლების სისტემამ ეს გადაწყვეტილება 2017 წლიდან მიიღო. 9. ყველაზე დიდი დასვენების შუალედი გაკვეთილებს შორის - 15 წუთი. 10. მასწავლებლის ხელფასი 3500 ევროა - ფინელ მასწავლებელებს ხელფასის სახით საშუალოდ 3500 ევროს უხდიან. თუმცა მასწავლებლობა ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიაა ქვეყანაში და ამ სფეროში წარმატების მისაღწევად რამოდენიმე რთული გამოცდის ჩაბარება უწევთ. 11. ასწავლიან ცხოვრებისეულ გაკვეთილებს - ლიტერატურა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია და ა.შ... ამ გაკვეთილების გარდა ფინეთში მოსწავლეებს ასწავლიან თუ როგორ უნდა გადაარჩინონ ადამიანი, რომელიც იხრჩობა... როგორ უნდა გამოიყენონ სვარკის აპარატი, როგორ ისწავლონ ფულის სწორად მართვა და როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს!!! 12. ყველა სკოლა ერთმანეთზე უკეთესია - მშობლები არ არჩევენ სკოლას, რადგან განათლების სისტემა ყველგან თანაბარია და საუკეთესო მთელ მსოფლიოში. 13. შუადღის შესვენებაზე მოსწავლეები საკვებს თავად არჩევენ - მენიუ ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი და უფასოა. ისინი მიირთმევენ იმას, რასაც თავად ისურვებენ. 14. წვეულებები სკოლაში - ზოგჯერ მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად სკოლაში რჩებიან, უყურებენ ფილმებს, ერთობიან თამაშებით ან კავდებიან სპორტით. ბონუსი: წიგნის კითხვა ძაღლთან ერთად - ფინურ ბიბლიოთეკებებში ჰყავთ გაწვრთნილი "საყვარელი" ძაღლები, რომლებსაც შეუძლიათ მოსწავლეებთან ერთად წიგნის წაკითხვა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!! #არ.მოიპარო.სტატია.#<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>კაცმა უცნაური ხმები გაიგონა მდინარიდან, როდესაც მიუახლოვდა, წარმოუდგენელი რამ ნახა... გული არ ბერდება! ამ ადამიანებმა დაგვიმტკიცეს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია გოგონა 1961 წელს ზღვაში იპოვეს, ხოლო სიმართლე ნახევარი საუკუნის შემდეგ გახდა ცნობილი ირანელი ქალების ცხოვრება ისლამურ რევოლუციამდე - სამახსოვროდ მხოლოდ ეს ფოტოები დარჩა... ყველაზე ბედნიერი ქვეყნები მსოფლიოში : საქართველო ისევ "უბედურ" პოზიციაზეა! 602 8-ს მოსწონს
|