x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512118
ნახეთ, რას წერს ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე ლადო აფხაზავა
მსოფლიო საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ემზადება.


2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალი დღეს, დუბაიში გაიმართება.


ქართველი ფინალისტი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


"მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს.
მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია"- წერს ლადო აფხაზავა.



მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო 10 მასწავლებელს შორის მოხვდა. ფინალისტები ჰოლივუდის მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.


Global Teacher Prize-ის ის გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. გამარჯვებული 24 მარტს დუბაიში გამოვლინდება.


„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ გლობალური კამპანიის "The Global Teacher Prize" ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენასა და პროფესიის პოპულარიზაციას.


image



0
306
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0