ჯანმრთელი კვება ინდაურის კვერცხი- ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიირთვათ 2019, 24 მარტი, 11:05 ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ სოფელში ხშირად მიირთმევენ ინდაურის კვერცხს, განსაკუთრებით ის ადამიანები ვინც იცის თუ რა განსაკუთრებული თვისებები აქვს ამ ფრინველის კვერცხს.
ინდაურის კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, ის საუკეთესო საშუალებაა ძვლების განვითარებისა და გამაგრებისთვის, მასში შემავალი მინერალები და ვიტამინები აჩერებენ წონაში მატების პროცესს.
ინდაურის კვერცხს აქვს ანტიალერგიული თვისებები და მას წლიდან ზევით ბავშვის კვებაშიც კი გამოიყენებენ.ის კარგია ასევე თმებისა და ბრჩხილების გასაჯანსაღებლად, აძლიერებს იმუნიტეტს და ებრძვის უძილობას (შფოთვას). ინდაურის კვერცხი თრგუნავს შიმშილის გრძნობას და საუკეთესო საშუალებაა წონაში კლებისთვის. ამერიკაში საკმაოდ ხშირად მიირთმევენ ინდაურის კვერცხს, ის ქათმის კვერცხზე ბევრად ძვირიცაა და სასარგებლოც. 316 1-ს მოსწონს
|