x
image
ზოგადი განათლება
''ტრაგედიაა, რომ პედაგოგები დაუფასებლები არიან - მასწავლებელთა ხელფასი 3-ჯერ გაიზრდება''

''ტრაგედიაა, რომ პედაგოგები დაუფასებლები არიან - მასწავლებელთა ხელფასი 3-ჯერ გაიზრდება''

image

პრემიერ-მინისტრმა მასწავლებლის ხელფასების 1500-ლარიდან 1800-ლარამდე ფარგლებში ზრდა კიდევ ერთხელ დააანონსა. როგორც მან ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, ტრაგედიაა, რომ პედაგოგები დაუფასებლები არიან და მათი საშუალო ხელფასი სხვა პროფესიების წარმომადგენლებთან შედარებით დაბალია.



„პედაგოგის პროფესია უნდა იყოს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი. რამდენიმე დღის წინ საქსტატმა გამოაქვეყნა სხვადასხვა სექტორში არსებული ხელფასების რაოდენობა და განათლების სექტორში ხელფასები არის ყველაზე დაბალი, რაც ჩემთვის არის დიდი ტრაგედია, ვინაიდან სახელმწიფოში სწორედ პედაგოგის შრომა უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული. ჩვენი დიაპაზონი მასწავლებლის ხელფასი იქნება 1500-დან 1800 ლარამდე. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ სამჯერ ვზრდით ანაზღაურებას“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.



საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში გაცემული საშუალო ხელფასის მოცულობა 1202 ლარი იყო, ეს განათლების სექტორში გაცემულ ხელფასზე – 665 ლარზე თითქმის ორჯერ მეტი იყო.



ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, განათლების სექტორი 2013 წლიდან მოყოლებული ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფეროა. 2013 წლამდე ამ ადგილს თევზჭერა იკავებდა.




მამუკა ბახტაძემ აქვე განათლების სისტემის იმ საერთაშორისო მოდელებზეც ისაუბრა, რომლებიც მსოფლიოში წარმატებულად მიიჩნევა და აღნიშნა, რომ მთავრობა, რეფორმის ფარგლებში აუცილებლად გაითვალისწინებს მათ გამოცდილებას.



„რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, სკოლამდელი განათლების მხრივ იაპონიის გამოცდილებას გამოვიყენებთ, სასკოლო განათლებაში ჩვენ სწორება გვაქვს ფინურ მოდელზე, პროფესიულ განათლებაში კი მთავარი ორიენტირი გახლავთ გერმანიის გამოცდილება, ასევე გამოცდილება, რომელიც დააგროვა შვეიცარიამ და ავსტრიამ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.





0
131
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0