მარტივი ჭეშმარიტება: იდეალური ადამიანი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს თვისება, რომელიც მას აუტანელს ხდის.
ვერძი: მუდმივად ყველას გაკონტროლების სურვილი
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი მუდმივად ყველაფერს აკონტროლებს და მოითხოვს, რომ ყველა მას დაემორჩილოს. კომპრომისების არსებობის შესახებ მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ. ვერძის თქმით, ყოველთვის სხვა არის დამნაშავე, ოღონდ თვითონ არა.
კურო: დაუდევრობა
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი დაუდევრობით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, მათ ადვილად მტვრევადი ნივთები ხელში არ უნდა დაიჭირონ: ერთი მოძრაობა და ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა. კურო
ოფიციანტის გეშინოდეთ: ისინი აუცილებლად რაღაცას დააგდებენ ან წვნიანით სავსე თეფშს
გადაგასხამენ.
ტყუპები: მერყეობა
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ამბობს, რომ მას კვირაში ხუთი პარასკევი აქვს. გეგმები მუდმივად ეცვლება. მის დაპირებას არ უნდა ენდოთ. ხშირ შემთხვევაში სიტყვას არ ასრულებს.
კირჩხიბი: დილით განწყობის არქონა
მასთან დილით, გაღვიძებისთანავე საუბარი არ სცადოთ. საუკეთესო შემთხვევაში ჯოჯოხეთში გაგგზავნით. კირჩხიბს დილით განწყობა არასდროს აქვს და აზრზე მოსასვლელად მას რამდენიმე საათი სჭირდება.
ლომი: გადაჭარბებული სიყვარული საკუთარი თავის მიმართ
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს საკუთარი თავი ძალიან უყვარს და საათობით შეუძლია საკუთარ წარმატებებზე ილაპარაკოს. იმდენად მაღალი თვითშეფასება აქვთ, რომ მხოლოდ გვირგვინი არ ყოფნით. თავის ქება მას სხვებისგან გამოარჩევს.
ქალწული: სკეპტიციზმი
რაც არ უნდა თქვათ, მას ყველაფერში ეჭვი ეპარება. ყველაფერი იმიტომ, რომ ნებისმიერ სფეროში საკუთარ თავს ექსპერტად მიიჩნევს. მათი აზრი ჭეშმარიტებაა და განხილვას არ ექვემდებარება. ქალწული ნამდვილი თავდაჯერებული ყველაფერის
მცოდნეა. თავის ინტელექტუალურ ცოდნას ყველგან და ყოველთვის ამჟღავნებს.
სასწორი: მთავარია სიყვარული
როგორც კი ნათელ გრძნობებს განიცდიან, მსოფლიოში ყველაფერი ავიწყდებათ. პირველ რიგში, ამის გამო მეგობრები იტანჯებიან, რომლებიც იმწამსვე მეორეხარისხოვანი ხდებიან. სიყვარულში თუ იმედი გაუცრუვდება, დაუყონებლივ მეგობრებს გაიხსენებენ.
მორიელი: სიზარმაცე
როგორც კი ბეჯითად შრომა საჭირო გახდება, იმწამსვე ქრება. დიახ, მას რჩევების გაცემა უყვარს, მაგრამ ძალისხმევის გაწევას ვერ იტანს. მაშინაც კი, თუ მას მუშაობას აიძულებთ, ისეთ სახეს მიიღებს, რომ მუშაობს, თუმცა უფრო ხელს შეგიშლით.
მშვილდოსანი: უსუფთაობა
საქმე იმას არ ეხება, რომ მშვილდოსანი იშვიათად იბანს ან ფრჩხილებს არ იჭრის. ჰიგიენის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. საქმე იმაშია, რომ თუნდაც მხოლოდ ერთი კვერცხი ჰქონდეს
შესაწვავი, ყველა ჭურჭელს გამოიყენებს, რომელიც სამზარეულოში აქვთ. ყველაფერს
მოსვრიან და არ დაალაგებენ.
თხის რქა: გაუმაძღრობა
ამ ნიშნის წარმომადგენელი იმდენად ძუნწია, რომ ყველა თეთრს ითვლის. იმედი არ გქონდეთ, რომ თქვენს ნაცვლად რესტორანში გადაიხდის. პირიქით, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ თხის რქას სახლში საფულე დარჩა.
მერწყული: ეჭვიანობა
ის არავის ენდობა და ყოველთვის რაღაცაში ეჭვის შეტანის საბაბს ეძებს. სწორედ ამიტომ, მას ადამიანების გაცნობა აშინებს.
მერწყულის აზრით, ყველას მისი პირადი მიზნისთვის გამოყენება სურს.
თევზები: დაბნეულობა
ის მუდმივად რაღაცას კარგავს ან რაღაც ავიწყდება. ხშირად მის სახლში უწესრიგობა სუფევს. სწორედ ამიტომ, თუ ნივთებს თავის ადგილზე არ დადებენ, შემდეგ მათ ძებნაში ბევრ დროს კარგავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1. როგორი დედა და ცოლი ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
2. ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი საუკეთესო და და ძმა არის. გაგიმართლათ თუ ამ ნიშნის დედმამიშვილი გყავთ
3. ტოპ 3 ყველაზე კონფლიქტური და ბოროტი ზოდიაქოს ნიშანი: ვის უნდა უფრთხილდეთ?
4. 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც სიყვარული არ შეუძლიათ
5. „მოდი, კიდევ ერთხელ“ - რას ამბობენ ზოდიაქოს ნიშნები ინტიმის შემდეგ
უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი