სხვა თვითმფრინავი სახლად გადააქცია 2012, 18 ივლისი, 12:05 მამაკაცი სახელად ბრიუს კემპბელი ცხოვრობს შტატ ორეგონში. ერთხელ მან შეიძინა მოძველებული Boeing 727 და საკუთარ საცხოვრებელ სახლად გადააქცია. ნამდვილად ხელმარჯვე კაცია, ნახეთ როგორ მოაწყო მან თვითმფრინავი. საცხოვრებელი ფართის სიგრძე 40 მეტრი ხოლო სიგანე 4 მეტრია. ბრიუს კემპბელი პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსია და საკუთარ ორიგინალურ სახლში სამედიცინო აპარატურის შესამოწმებელ მოწყობილობებს აწყობს. კემპბელმა შეცვალა სალონის იატაკი და გამჭვირვალე მასალით დაფარა. თვიტმფრინავის გარე განათება სრულად ფუნქციონირებს. თვითმფრინავის უკანა ნაწილში მდებარე ტრაპი საცხოვრებელში ერთადერთ შესასვლელს წარმოადგენს. ასასვლელ კიბესთან მდებარე ტუალეტი ერთადერთია, რომელიც ბორტზე ფუნქციონირებს (სულ აქ სამი საპირფარეშოა განლაგებული). 401 6-ს მოსწონს
|