x
image
თამილა გურაშვილი
არმაგედონი გვიახლოვდება? - ფრანგი არქეოლოგები ისტორიაში ყველაზე გრანდიოზულ წყალქვეშა ამოფრქვევაზე საუბრობენ

image
ისტორიაში ყველაზე დიდი წყალქვეშა ამოფრქვევა მალე შეცვლის პლანეტის სახეს, კატასტროფაზე საუბრობენ ფრანგი გეოლოგები.

მკვლევარებმა ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს იდუმალი სეისმური ტალღები კომოროსკის რეგიონში, რომელიც ვრცელდებოდა მთელ პლანეტაზე. ექსპერტების ჰიპოთეზის თანახმად, ეს ტრიმერები გამოწვეულია ოკეანის ფსკერზე ვულკანური აქტივობით.

ასეთმა ვულკანურმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ისტორიაში ყველაზე დიდი წყალქვეშა ამოფრქვევა, რაც ყველაზე რადიკალურ და არაპროგნოზირებად გავლენას მოახდინეს დედამიწის ზედაპირზე და კაცობრიობის ბედზე. მეცნიერთა დასკვნების მიხედვით, მაგმას დიდი მოცულობები 28 კმ სიღრმეზე გადაადგილდებოდა.

იმ შემთხვევაში, თუ ამოფრქვევა მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ჩვენი პლანეტის ისტორიაში. მეცნიერთა დასკვნები შეესაბამება კუნძულ მაიოტაზე მომხდარ გეოლოგიურ პროცესებს, რომელიც ეშვება და გადაადგილდება აღმოსავლეთით, თვეში 16 მმ სიჩქარით.


ეს ფენომენი საშიშია იმითაც, რომ სიტუაცია, რომელიც დაკავშირებულია ოკეანის სიღრმეში რყევებთან, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ აუხსნიათ. კერძოდ, გაუგებარია მაღალი სიხშირის იმპულსური რყევების წარმოშობა და გავრცელება მთელ დედამიწაზე, ასევე, უცნაურია მკვდარი თევზების გამოჩენა ოკეანეში. ნუთუ, ეს არმაგედონის ნიშნებია? მალე ალბათ ყველაფერი გაირკვევა.


0
1741
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1741
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0