ფოტოგრაფია
ფოტოპროექტი: როგორები იქნებოდნენ მერილინ მონრო და გრეის კელი თანამედროვე სილამაზის სტანდარტებით
2019, 22 მარტი, 12:20
თანამედროვე სილამაზის სტანდარტებზე და მის სახესხვაობაზე დაუსრულებელი საუბრების მიუხედავად, სოციალური ქსელები და მედია საშუალებები, კვლავაც აქტიურად განაგრძობენ ქალის სილამაზის მკაცრად განსაზღვრული ნორმების დამკვიდრებას - გამოკვეთილი ყვრიმალები, ნატიფი ცხვირი, სავსე ტუჩები, ეს იმ სიის არასრული ჩამონათვალია, რომელსაც თანამედროვე ქალბატონების უმრავლესობა, წლიდან წლამდე მთელი მონდომებით საკუთარ თავზე ცდის.
ინგლისელმა მხატვარმა და კოლაჟისტმა, მეთ მეიტლანდიმ (მაიკლ ჯექსონის ალბომის "Xscape" -ის გარეკანის ავტორი) რეტუშირების საშუალებით, ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა, შეარჩია გასული საუკუნის, სილამაზის ეტალონად აღიარებული 5 ცნობილი ქალბატონის - მერილინ მონროს, გრეის კელის, ოდრი ჰეპბერნის, ელიზაბეტ ტეილორის, პრინცესა დაიანას პორტრეტები და თანამედროვე სილამაზის სტანდარტების გათვალისწინებით, მათ ახალი, ვირტუალური სული შთაბერა. მოდით, ერთად შევაფასოთ, რა გამოვიდა ამ საკმაოდ თამამი ექსპერიმენტისგან და რა შეფასება მისცა მას მოგვიანებით თავად ფოტოპროექტის ავტორმა.
"ეს არის ეპოქა, სადაც პლასტიკური ქირურგია ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ნორმად იქცა, თუმცა, ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ არსებული რეალობის კრიტიკა, პირიქით, ვფიქრობ, რომ საინტერესოა ამ ფენომენზე დაკვირვება, რომელიც ასახავს ყველაზე მთავარსა და ღირებულს - დროს".