x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნინო კვაჭანტირაძე:ასე დაქცეულია ქვეყანა, რომ ჟურნალისტი ვერ შეარჩიეთ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ?
imageთბილისის მერიის თანამშრომელი ნინო კვაჭანტირაძე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:



"აუუუ, არასდროს ბრწყინავდა, მაგრამ ქვეყნის პრეზიდენტთან ინტერვიუსთვის ზედმეტად მდაბიოო გამოდგა წამყვანი გრიგოლია, არ გაბედოთ იმის თქმა, რომ რამე მშურს გენცცცც, ეს იყო ნამდვილი ტანჯვა საყურებლად, ნუუ, ხელებს კარგად ხმარობს, მაგრამ ეტყობა სოფლის კლუბში დეკლამატორობის კურსები აქვს გავლილი....
პ.ს, როგორც კი გრიგოლიას დაინახავთ ეკრანზე, იოდი წაუსვით, იქნებ და შეჭკნეს და ჩამოვარდეს.... სოფლის კლუბი, ორღობე, კოლმეურნეობის კანტორა!!! ჟურნალისტიკა არაა ხალებიანი ხბო!!!
ასე დაქცეულია ქვეყანა, რომ ჟურნალისტი ვერ შეარჩიეთ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ??? ძალიან გაბრაზებული ვარ, ძაააალიან!!! ქვეყნის პრეზიდენტთან კი არა ჭიკარტების შემომტანი შპს პრეზიდენტთან გასაშვები არააა, გაიგეთ, რა კითხა- ივანიშვილმა რა გაჩუქა დაბ, დღეზეოოო, დედააა, დედაააააააააააააა, საჯაყიიი..... პრეზიდენტოო, სადაა თქვენი პრესმდივანიი???"

image

შეგახსენებთ, 19 მარტს tv pirveli-ის ეთერში გასული ინტერვიუს შემდეგ, რა დროსაც საქართველოს პრეზიდენტს- სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია რამდენიმე საკითხში შეეკამათა, საზოგადოების დიდ ნაწილში აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც ინგა გრიგოლია მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, თუმცა იყვნენ ადამიანებიც, რომლებმაც პრეზიდენტიც გააკრიტიკეს, თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს "პარიზში კი არა ომსკის რომელიმე სოფელში გაზრდილი უწოდა."



"თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე, გამთენიისას ვუყურე სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

ქვეყნის ყველაზე მივარდნილი სოფლის, ყოველდღიური პრობლემებისაგან გათანგულ და დაღდასმულ, უკიდურეს გაჭირვებაში და უიმედობით მცხოვრებ რიგით მასწავლებელს უფრო მეტი პატრიოტიზმი, ერუდიცია, ღირსება, თავმდაბლობა, ქველობა, ინტელექტი, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა, გემოვნება, უბრალოება და ა.შ. და ა.შ. გააჩნია ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს.

პარიზში კი არა ომსკის რომელიმე სოფელშია მგონი გაზრდილი.

დავწერდი რეზიუმესაც მაგის დამსმელზე, მაგრამ სიტყვები გამექცევა."-წერს სოციალურ ქსელში ოქრუაშვილი.

image

0
800
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
800
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0