არქიტექტურა ჰავა მაჰალი: უნიკალური „ქარების სასახლე“, სადაც ერთი კიბეც არაა 2019, 21 მარტი, 11:40 ალბათ, მთელ მსოფლიოში ვერ იპოვით ადამიანს, ვისაც თაჯ-მაჰალის, ინდოეთის დიდებული არქიტექტურული ძეგლის შესახებ არ სმენია. თუმცა ინდოეთში ბევრი სასახლეა, რომლის ფასადიც კი სულის შემკვრელია. მაგ., ქალაქ ჯაიპურში არის სასახლე ჰავა მაჰალი, რომელსაც ასევე ქარების სასახლეს უწოდებენ. იმის თქმა, რომ ის დიდებულია, ნიშნავს, რომ არაფერი თქვა.
ხუთსართულიანი შენობა გვირგვინის ფორმის სახურავით ვარდისფერი ქვიშაქვისგან 1799 წელს ააშენეს. სასახლე მაჰარაჯის ჰარემისთვის იყო განკუთვნილი. ფანჯრები უწვრილესი გისოსებით არის გაფორმებული, საიდანაც მაჰარაჯის ცოლებს ქალაქის ცხოვრებაზე მშვიდად თვალის დევნება შეეძლო. ასე მათ ვერავინ ხედავდა. თუმცა აქ ჰარემი ყოველთვის არ იყო. მმართველს თავისი ცოლები აქ სხვადასხვა დღესასწაულების დროს მოჰყავდა. სასახლის არქიტექტურა უნიკალურია. მასში ათასზე მეტი ფანჯარაა გამოჭრილი, რომელიც ისეა გაკეთებული, რომ განსაკუთრებულ სავენტილაციო სისტემას ქმნის, რის გამოც ზაფხულის დღეებში აქ ძალინ გრილა. ამასთან, თითოეული ფანჯარა ადამიანის თავზე ოდნავ დიდია. ამ ფანჯრებიდან სასახლის ქალებს ფესტივალის და სხვა მოვლენების ყურება შეეძლოთ, ასევე ყოველდღიური ცხოვრების ყურება. ჯაიპურის კლიმატი საკმაოდ ცხელია, ამიტომ გამაგრილებელი შენობა, განსაკუთრებით ზაფხულში აუცილებელია. შენობა ისეა მოწყობილი, რომ ქალაქში რაც უფრო მეტია ჰაერის ტემპერატურა, მით უფრო ძლიერი ქარია შენობაში, რაც ბუნებრივ გაგრილებას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ ჰავა მაჰალს მეორენაირად „ქარების სასახლეს“ უწოდებენ. სასახლის კიდევ ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ შენობას არც ერთი კიბე არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხუთსართულიანია. სასახლეში გადასაადგილებლად დამრეცი გადასასვლელი პანდუსები გამოიყენებოდა, რომელიც სპეციალური ნაჭდევით იყო აღჭურვილი, ამის წყალობით ფეხები აღარ უსრიალდებოდათ. ამბობენ, სასახლე განსაკუთრებით ზღაპრული მზის ამოსვლის დროს არის, როცა ჰორიზონტზე მზის პირველი სხივები ჩნდება. სწორედ ამ წამს ყველაზე ნამდვილ აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს, რომლის ჯადოქრობას ძალიან მალე ტურისტების ბრბო დაარღვევს. ასევე დაგაინტერესებთ: 1. 14 ყველაზე უცნაური სახლი მსოფლიოში, სადაც ადამიანები ნამდვილად ცხოვრობენ 2. მღვდელმა საკუთარი ხელებით ხეზე 10 სართულიანი სახლი ააშენა. შესანიშნავად გამოიყურება 3. 11 წარმოუდგენელი ფაქტი სამყაროს შესახებ, რომელთა შესახებაც დღემდე არ გსმენიათ 4. ნახეთ, როგორ ცხოვრობს სახელმწიფო, რომლის შესახებ ყველას სმენია, მაგრამ არავინ არაფერი იცის 5. ელისაბედ II-ის უცნაურობები, რომელთა შესახებ თითქმის არავინ იცის: 23 საინტერესო ფაქტი
უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
1460 1-ს მოსწონს
|