საზოგადოებრივი მითები და ლეგენდები სამყაროზე 2019, 20 მარტი, 16:10 დიდი ხნის წინათ ადამიანებმა გამოიგონეს თქმულებები, რათა მათთვის გაუგებარი საგნებისა და მოვლენების, მაგ. ჭექა-ქუხილისა და ელვის იდუმალი არსი აეხსნათ. ეს მითებია. ამ მითის მიხედვით ქვეყნიერება ყორანმა შექმნა. მან ხმელეთის შესაქმნელად ოკეანეში ქვები ჩაყარა. მერე - ხეები და ბალახი. თევზები, ფრინველები და ცხოველები შექმნა. ბოლოს თიხისა და ხის ნაჭრებისაგან კაცები და ქალები გამოძერწა. სკანდინავიური მითი ამ სკანდინავიური მითის მიხედვით ქვეყნიერების ცენტრი ვეება ხე იყო, რომელსაც ას იგდრასილი ერქვა. ამ ხის ტოტზე ოდინი, ცალთვალა ღმერთი, ცხრა ღამე თავდაყირა ეკიდა, რომ პოეზია და მისნობის საიდუმლო შეესწავლა.ნიგერიული მითი ამ მითის მიხედვით დედა ვოიენჯი დაჯდა დიდ ქვაზე და მიწისაგან ადამიანები გამოძერწა . ისინი, ვისაც ფუფუნებაში ცხოვრება ერჩია, სწრაფ და საშიშ მდინარეში ჩაყარა, დანარჩენებს კი მდორე, კამკამა მდინარეში მიუჩინა ადგილი.მეფე არტური და მრგვალი მაგიდის რაინდები კელტური მითი მეფე არტურის შესახებ, რომელიც შუა საუკუნეებიდან არის ცნობილი, ბრიტანეთის ნამდვილი მეფის ისტორიას ემყარება. არტურს 1600 კეთილი და გულადი რაინდი ჰყავდა. მათ მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვეს დამპყრობლებზე, ბევრი ხალხი გადაარჩინეს და ურჩხულები დახოცეს.ცვლის თუ არა მითი ისტორიას? სამხრეთ ამერიკელი აცტეკები ჰყვებოდნენ თქმულებებს თეთრკანიანი ღმერთის, კეცალკოატლის შესახებ, რომელიც ამქვეყნად უნდა მოსულიყო. სწორედ იმ წელიწადს გამოჩნდა სამხრეთ ამერიკაში ესპანელი კორტესი, რომელიც ახალ მიწებს ეძებდა დასაპყრობად. აცტეკების კორტესი კეცალკოატლი ეგონათ, რადგან იგი თეთრკანიანი იყო და ხომალდით მოადგა ნაპირს. ამ მითმა კორტესს აცტეკების დამარცხება გაუადვილა.დრაკონები თქმულებები დრაკონებისა და გველეშაპების შესახებ მთელ მსოფლიოშია ცნობილი . ჰავაიზე, ჩინეთში, უელსსა და ისლანდიაში არის ადგილები, რომლებსაც დრაკონის სახელი ჰქვია. მითების მიხედვით, დრაკონები წყალში ცხოვრობდნენ და ადამიანებს ცეცხლის ამოფრქვევით აშინებდნენ . მითების გმირები ვინმეს გადასარჩენად ხშირად კლავდნენ ხოლმე დრაკონს. რას სცემდნენ თაყვანს უძველეს დროში ვიდრე ქრისტიანობა შემოვიდოდადიდი და პატარა არსებები ძველ ბერძნულ მითში გოლიათი ატლანტი მხრებით მთელ ქვეყნიერებას იჭერს, ციდან რომ არ ჩამოწყდეს . პაწაწინა არსებებს ფერიები ჰქვიათ. ირლანდიურმა ფერიებმა _ ლეპროშონებმა თავიანთი ოქრო იმას უნდა მისცენ, ვინც მათ დაჭერას შეძლებს. გმირები მრავალი მითი მოგვითხრობს გმირის თავგადასავალს, რომელიც რაღაც განსაკუთრებულს, მაგალითად, სიცოცხლის საიდუმლოს ეძებს. თანამედროვე მითები მითები მარტო წარსულის კი არა, მომავლის შესახებაც შეიძლება არსებობდეს. დღესდღეობით ბევრი ფილმია გადაღებული ახალ სამყაროთა მაძიებელ, დროსა და სივრცეში მოგზაურ გმირებზე. თხზულებებს მომავლის შესახებ სამეცნიერო ფანტასტიკა ჰქვია. ისინი ძველი მითებივით სამყაროს შესახებ უახლეს თეორიებს ემყარება . ასევე დაგაინტერესებთ ათასობით წლის განმავლობაში იეროგლიფების წაკითხვა ვერავინ შეძლო, სანამ “ როზეტის ქვა " არ აღმოაჩინეს ფრედი მერკურის 6 სასიყვარულო რომანი 5 ფილმი, რომელიც საქართველოს ყველაზე უკეთ წარმოაჩენს 1290 შეფასება არ არის
|