x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
ზოდიაქოს 6 ყველაზე უმადური ნიშანი, რომელიც ცხოვრებას გაგიმწარებთ

image

1. მორიელი - უმადურ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ასტროლოგები პირველ ადგილს მორიელებს ანიჭებენ. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები გარშემომყოფებისგან ძალიან ბევრს მოითხოვენ და ელიან. მორიელს აქვს მოლოდინი, რომ უნდა ემსახუროთ, რომ მის გამო ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ მისი საქმეები უნდა შეასრულოთ. მადლობის გადახდა და მადლიერების გამოხატვა კი არ სჩვევიათ. ის თვლის, რომ მისი საქმეების გაკეთება თქვენი ვალდებულებაა. ასტროლოგები გარანტიას გაძლევენ, რომ რა სირთულის საქმეც უნდა გაუკეთოთ მორიელს, ის მაინც უმადური იქნება.


2. ტყუპები - თუ რაიმეს აჩუქებთ, აუცილებლად გადაგიხდით მადლობას, მაგრამ თუ დროს გამონახავთ მისთვის, მორალურ მხარდაჭერას გამოუცხადებთ და ა.შ. მსგავსი საკითხების გამო არასოდეს იქნება მადლიერი. ის უბრალოდ ვერ მიხვდება, რამდენად მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეთ, როცა თქვენი თავისუფალი დრო დაუთმეთ.


3. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებს არ შეუძლიათ რაიმეთი, ვინმეს ქმედებით, ან რაიმე საჩუქრით აღფრთოვანება, რადგანაც თვლიან, რომ არავინ და არაფერია ამქვეყნად სრულყოფილი, ამიტომაც საჭიროდ არ მიაჩნია მადლიერების გამოახატვა. ის ყოველთვის უკმაყოფილოა.


4. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მეოთხე ადგილს იკავებენ. მათი მადლიერება ოდნავი ღიმილია და თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ ამ ღიმილით მადლობას გეუბნებათ. თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ რაც უნდა გააკეთოთ, სიტყვებით მადლობას არასოდეს გეტყვით. მას უბრალოდ, საჭიროდ არ მიაჩნია მადლიერების გამოხატვა. თავად არ აღელვებს, ეტყვიან თუ არა მადლობას და ფიქრობს, რომ სხვებსაც არ უნდა აინტერესებდეთ ეს საკითხი, რადგანაც მიიჩნევს, რომ სიკეთეს ადამიანები იმის გამო არ აკეთებენ, რომ სანაცვლოდ მადლიერება მიიღონ.


5. სასწორი - ის მადლიერია და ხედავს თქვენ მიერ გაკეთებულ სიკეთეს, უბრალოდ არ შეუძლია ამის გამოხატვა არც სიტყვებით და არც ემოციებით. რაც უნდა გაუკეთოთ, თქვენგან ისე წავა, მადლობის გამომხატველ ერთ სიტყვასაც არ გეტყვით.


6. კურო - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებმა არ იციან, როგორ თქვან მადლობა, როგორ გამოხატონ მადლიერება. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მადლიერებას გამოხატავენ, ამით მათი სიამაყე შეილახება.
image
0
3395
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
3395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0