ფეხბურთი ზლატან იბრაგიმოვიჩი პსჟ-ში გადავა 2012, 18 ივლისი, 0:52
ფრანგული ჟურნალების თანახმად, იბრაგიმოვიჩი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და დედაქალაქურ კლუბს შეუერთდება. ჯერ-ჯერობით არ ახმაურებენ სატრანსფერო ფასს, თუმცა ფაქტია, რომ ეს იქნება ასტრონომიული თანხა. ლეონარდო აცხადებს, რომ ეს პარიზული კლუბისთვის საუკეთესო წელი იქნება, გუნდი შენების პროცესშია და ზლატანის კალიბრის ფეხბურთელის ყოფნა კლუბის სულისკვეთებას აამაღლებს, ეს იმ სახის ფეხბურთელია, რომელსაც ერთი მოძრაობით შეუძლია შეცვალოს თამაშის მიმდინარეობა და გადაწყვიტოს მატჩის ბედი. შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაგიმოვიჩმა კარიერა მალმიოში დაიწყო, საიდანაც გადავიდა ამსტერდამის აიაქსში, იქ იგი შეამჩნიეს იუვენტუსის სკაუტებმა და ბებერ ქალბატონში გადაიყვანეს შვედი ფორვარდი, ზლატანმა იტალიაში დიდხანს დარჩენა გადაწყვიტა და მოგვიანებით მილანის ინტერს შეუერთდა, შემდეგ იყო მისი კარიერის უმაღლესი მწვერვალი - კატალონიური ბარსელონა, ბოლოს კი მილანი, რომელმაც ფორვარდში 21 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ძალზედ საინტერესოა, რა იქნება ზლატანის ამჟამინდელი ღირებულება. 100 2-ს მოსწონს
|