x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
უნდა დავწერო ვერ მოვითმინე - გავიდა 1 დღე და მირეკავს ბატონო შოთო-ფორთო მაგით მე რა ხეირიო?

image

უნდა დავწერო ვერ მოვითმინე... მოკლედ მოგეხსენებათ, 13 წელია.. 2007 წლის 11 იანვრიდან მომღერლებს და მათ სიმღერებს ვაპიარებ, ვაწვდი და ვტვირთავ ემიგრანტების არხზე... ანუ ემიგრანტები თვითონ ირჩევენ, კონკრეტული მომღერალი მოსწონთ იყვარებენ თუ არა მათ სიმღერებს მე ხაზს ვუსვამ რასაც ვაწვდი ისინი აფასებენ... ხოდა ასევე ჩემთან თანამშრომლობენ მუსიკალური სტუდიები და ამ მომღერლების სიმღერებს წერენ დისკებზე ანუ მე ვაწვდი ამ აუდიო ფაილებს... ახლა რატომ გავაკეთე ამხელა შესავალი და რატომ ვამბობ ამას ესეიგი საქართველოში შოუბიზნესი ხო არ არსებობს მე შოუბოზნესს უფრო ვეძახი ხოდა უამრავი ადამიანია ჩემით მადლიერი მომღერლებს ვგულისხმობ რომ მათ სიმღერებს ვტვირთავ კლიპებს ვაკეთებ რადიოებში ვუშვებ და პლუს ამას დისკებზე ვაწერინებ... ხოდა ხაზსს ვუსვამ ეს რომ არ დამეწერა არ ვიცი ალბათ ინფარქტი დამემართებოდა. ხოდა დისკებით ფული არ კეთდება ანუ ეს მათი პიარისთვის კეთდება იმიტო რო საქართველო იმ დონეზე არაა როგორც საზღვარგარეთ იყიდება დისკები და ხალხი ფულს იხდის ამაში... ხოდა ჰოი საოცრებავ არ დავასახელებ ერთ პიროვნებას იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს და ვაფასებ და ვიცი რომ მასაც ვიყვარვარ მაგრამ რა მოხდა ეხლა მოგიყვებით... მირეკავს სტუდია რომ ახალი სიმღერები მინდა შოთოო და ჩავწერ შევიყვან მუსიკალური ჰიტების ექსკლუზივებშიო და როგორც აქამდე ესეც მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდებაო და შენი დიდი მადლიერები ვართო რომ 13 წელია გვაწვდი ამ ყველაფერსო... მე რათქმაუნდა გადავუგზავნე ახალი ფაილები და დავურეკე ჩემს ტკბილ ფორთოხალს რომელსაც ვეუბნები ფორთო ესე ესეა საქმე და ჩავაწერინებ შენს ახალ სიმღერას სხვა ცნობილი ვარსკვლავების სიმღერებთან ერთად თქო შენ ჯერ სულ ახალი ხილი ხარ და შენთვის დიდი პიარი იქნება თქო თან რადიოშიც და ტელევიზიაშიც გადავგზავნე მისი სიმღერა ოღონდ მან ეს არ იცოდა... ხოდა კარგი დავფიქრდებიო და გავთიშეთ მობილური ( ცოტა მეუცნაურა გამიკვირდა რაიყო დასაფიქრებელი) გავიდა 1 დღე და მირეკავს ბატონო შოთო-ფორთო მაგით მე რა ხეირიო? თან მეგონა ხუმრობდა მაგრამ მივხვდი რომ მთელი სერიოზულობით მკითხა... ისე გავბრაზდი ისე გავბრაზდი რომ ვიფიქრე სიკეთე არასდროს არ უნდა გაუკეთო ესეთ უმადურ ადამიანებს თქო... მაგრამ ძალიან მშვიდად აუღელვებლად კარგი მეთქი და დავემშვიდობე. ისმის კითხვა საქართველოში სადაც შოუბიზნესი არ არსებობს და არ კეთდება ფული ვერ წერენ ახალ სიმღერებს გადაკეთებულ გადმოკეთებულზე არ მაქვს საუბარი და უმუშევრები ზიან და ყრიან სახლში და რაღაცა გინდა გაუკეთო თუნდაც იმით რომ მათი აუდიო ფაილი ჩაწერო დისკზე გაუშვა რადიოში და ტელევიზიაში დაატრიალო ამას ხომ უნ და ხვდებოდეს რომ მისთვის აკეთებ და უნდა დაინახოს ეს სიკეთე... თუმცა არა ფულზე არიან დახამებული გამწარებული და არიქა მათ ნაცოდვილარს თუ ჩაწერენ დისკზე სულ დოლარები და ევროები უნდა გადაუხადოს თურმე სტუდიებმა ასე თქვა მან თურმე...
მე ერთს მივხვდი რომ ამ ადამიანის სახელს და გვარს აქ ასე საჯაროდ არ დავწერ არ მინდა ბოღმის ბუკეტების გული გავახარო და არიქა შოთო დაშორდა მის ტკბილ ფორთოხალსო რამდენი გნიდა გაიხარებს. ამიტო არც ვასახელებ და ვერც ვერასდროს გაიგებს ამას ფართო მასები.
ხოდა ჰოი საოცრებავ რამდენიმე დღის შემდეგ ეტყობა მერე კარგად აწონ დაწონა და 117 ჯერ დამირეკა მესენჯერში ავდექი და დავბლოკე სამუდამოდ... ახლა ცდილობს საერთო მეგობრების საშუალებით ვოისები და წერილები გამომიშვას თუმცა ცეცხლი რომ მეკიდებოდეს მაგ უმადურის მოსხმული წყალიც არ მინდა მე!!! ამიტომ როცა ჩემთან გაქვს ურთიერთობა იქნება ეს მომღერალი მსახიობი თუ ყვავი ჩხიკვის მამიდა უნდა შეირგო და შეიღირსიო შოთო სიხარულიძის მეგობრობა სითბო სიყვარული და გაგება ხაზს ვუსვამ უნდა შეირგო... შეიძლება ჩემი ბრალიცაა რომ ყველას ვეხმარები ვუღიმი და გამოვხატავ მათდამი სითბოს და დახმარების სურვილიც მაქვს ალბათ ესაა ჩემი დანაშაული.
პ.ს. ხო კიდევ ესეთი ადამიანი ჩემგან რისი ღირსია? წესით და რიგით კი უნდა გავათახსირო და გამოვფინო მისი სახელი გვარი ვოისები და სკრინები მარა დღეისამას იქეთ ჩემთვის ის მკვდარია და აწი რომ სულ ემიგრანტებს უმღეროს და ია ვარდი ოქრო ბაჯაღლო ცვიოდეს პირიდან აღარაფერში მჭირდება!!!!!!!!!!!!!(თუ არასწორად ვექცევი ეგეც მითხარით)


ჩემი ძმაკაცობა არ არის მარტივი.... იყო კარგი ძმაკაცი ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, ეს არის ტვირთი რომლის ტარებითაც თუ დაიღალე ე.ი რაღაც ისე ვერ არის !! ❤️იყო შოთო სიხარულიძის ძმაკაცი მეგობარი ტკბილი ფორთოხალი ეს დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია...)

image


1
236
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
236
  
2019, 12 ივლისი, 14:08
ნეტა შენც არ მიაც მააცომდე
0 1 1