Quiz ტესტი:რა იცით ინტერნეტის შესახებ? მსოფლიო ქსელს 30 წელი შეუსრულდა 2019, 19 მარტი, 14:24
1989 წელი ინტერნეტ-ქსელის დაბადების დღედ ითვლება, უკვე 30 წელია ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.თუმცა სანამ კაცობრიობა ერთმანეთზე მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომი ქსელს მიიღებდა მანამდე იყო ხანგრძლივი და გულმოდგინე შრომა.რომელიც აშშ-ში საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წელს გაშვებული თანამგზავრის შემდეგ დაიწყო.
სწორედ 1957 წლიდან ამერიკაში პროგრამის წინსვლისათვის, შექმნა ინფორმაციის გადამუშავების ტექნოლოგიის ოფისი(Information Processing Technology Office), ცნობილი, როგორც IPTO, რომელიც მიერთებული იყო ქვეყნის სარადარო სისტემის ქსელში. J. C. R. Licklider არჩეულ იქნა ITPO-ს მეთაურად. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, Menlo Park-ში, კალიფორნიაში, 29 ოქტომბერს, 1969 წელს, შეერთდა პირველი კვანძი, რომელიც ცნობილია, როგორც ARPANET, კალიფორნიის უნივერსიტეტსა და სტენფორდის კვლევით ინსტიტუტს შორის. ARPANET გახდა დღევანდელი ინტერნეტის ერთ-ერთი "მშობელი". ხოლო პირველი TCP/IP ფართო მასშტაბის ქსელი შეიქმნა 1983 წლის, 1 იანვარს, როდესაც ARPANET-ში არსეოკოლიდან შეერთდა ახალ TCP/IP პროტოკოლში დავიდ მილსის -ის ინვესტიციით. 1985 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური მეცნიერების ორგანიზაციამ(National Science Foundation (NSF) ) შექმნა 56 კილობიტი/წამში სიჩქარის მქონე ქსელი, რომლისთვისაც იყენებდნენ კომპიუტერებს- სახელად "fuzzballs". მიმდინარე წელში NSF-მა დაასპონსორა მაღალ სიჩქარიანი 1.5 მეგაბიტი/წამში სიჩქარის ქსელი, რომელიც შემდგომ გახდა NSFNet. 1988 წელს შეიქმნა Internet Relay Chat (IRC)-ის პროტოკოლი, რომლის წყალობითაც შესაძლებელი გახდა რეალურ დროში კომუნიკაცია (ჩატი). 1989 წელს დაიბადა საყოველთაო მსოფლიო ინტერნეტ-ქსელი. რამდენად კარგად ფლობთ ინტერნეტზე ინფორმაციას? ქვემოთ მოცემულ ტესტში 10 კითხვაა ოთხი სავარაუდო პასუხით, შეამოწმეთ თქვენი თავი, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს! ასევე დაგაინტერესებთ
259 6-ს მოსწონს
|