ფეხბურთი გასართობი ტესტი:რამდენად კარგად გვახსოვს თბილისის "დინამოს" ისტორია? 2018, 17 აპრილი, 8:47
ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, საქართველოში მისი ისტორია XX-ე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს, როდესაც პირველი ოფიციალური კლუბები ჩამოყალიბდა, თუმცა მანამდე ქალაქ ფოთში იმართებოდა ხოლმე "ბურთაობა", სადაც ადგილობრივები ინგლისელ მეზღვაურებს ეთამაშებოდნენ, პირველი გუნდი "კომეტა" შეიქმნა თბილისში 1906 წელს, მისი დამფუძნებელი იყო ადოლფ ელენგერგი, საზოგადოება "სოკოლის" გამგეობის წევრი და კავკასიის მეფის ნაცალიის კანცელარიაში უცხოეთთან მიმოწერის მდივანი.
ფოტოზე:"კომეტა"(1907 წელი)-სხედან მარცხნიდან : ი.იზმაილოვი, მ.მაიერი, ადოლფ ელზინგერი, გიგუშა ბარათაშვილი, ისიდორე გაგუა. დგანან: მიხეილ მოხოვი, კობერტი, ვანო მაჭავარიანი, ბედინსკი, კონსტანტინე რუსტემბეკოვი, ლ.აზატიანი, გ.ი სიხარულიძე. კიდევ ერთი უძველესი კლუბი საქართველოში ფოთის "კოლხეთია", რომელიც 1913 წელს ჩამოყალიბდა, თუმცა გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ქართველი ფეხბურთელები ფლაგმანი ხდება თბილისის "დინამო", საქართველოში ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი გუნდი. ქვემოთ წარმოდგენილი ტესტი-ვიქტორინა სწორედ თბილისის "დინამოს" შეეხება, 15 კითხვით და 3 ან მეტი სავარაუდო პასუხით, ტესტი მარტივი არ არის და უფრო იმ კატეგორიის ფანებს განეკუთვნება, რომლებიც "მუშტაიდის" ბაღში იკრიბებოდნენ და "დინამოს" თამაშებს, წარსულს, აწყმოს თუ მომავალს დაწვრილებით განიხილავდნენ. 399 8-ს მოსწონს
|