სისხლის სამართალი მოჩვენების მონათხრობის მიხედვით გამოტანილი განაჩენი(კრიმინალური არქივიდან) 2019, 19 მარტი, 13:49 ზონა ჰისტერი დაიბადა 1873 წელს გრინბრაიერის ოლქში და ჯეიკობ ჰისტერის და მერი ჯეინ რობინსონ ჰისტერის ოჯახში. მისი ადრეულ ცხოვრებაზე ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ გაიზარდა ქალაქ რიჩლანდში (დასავლეთ ვირჯინია) და 1895 წელს გააჩინა უკანონო შვილი . ფოტოზე: ზონა ჰისტერი
1896 წელს ზონამ გაიცნო ქუჩის მაწანწალა სახელად ედვარდ შუ(სრული სახელი Erasmus Stribbling Trout Shue) რომელიც გრინბრაიერში ჩამოვიდა და იქვე იპოვა სამუშაო . ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე დაქორწინდნენ, მიუხედავად ზონას დედის, - მერი ჰისტერის მწვავე პროტესტისა, რომელიც ვერ იტანდა ედვარდს. აღსანიშნავია, რომ ეს ედვარდისთვის მესამე ქორწინება იყო, პირველი გაყრით დასრულდა, ხოლო მეორე ცოლი გაურკვევლ ვითარებაში გარდაიცვალა თუმცა ცოლ-ქმარს დიდხანს არ უცხოვრიათ ერთად - 1897 წლის 23 იანვარს, ზონა ჰისტერი-შუს გვამი აღმოაჩინა მოზარდმა ბიჭუნამ, რომელმაც მყისვე შეატყობინა დედამისს-მერი ჰისტერს, ქალმა ადგილობრივი ექიმი და კონორერი თან გაიყოლა და ერთ საათში შემთხვევის ადგილზე მივიდა. ისინი იმ დროს მივიდნენ, როდესაც ედვარდ შუ-ს ცოლის ცხედარი საძინებელ ოთახში გადაჰქონდა . ექიმმა ჯორჯ კნაპმა (George Knapp) ზერელედ დაათვალიერა გვამი, რადგან ხელი შეუშალა მგლოვიარე ქმარმა, რომელსაც ზონას თავი ხელში ეჭირა გაუთავებლად ზლუქუნებდა, იგი იძულებული გახდა სახლი მალევე დაეტოვებინა. ზონა გარდაცვალებიდან მეორე დღეს-24 იანვარს დაკრძალეს, Soule Chapel Methodist Cemeter -ის სასაფლაოზე. დედას არ სჯეროდა, რომ მისი ქალიშვილი ისე, უბრალოდ გარდაიცვალა, (მიუხედავად იმისა, რომ მანამდე, სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ქალი საერთო სისუსტეს გრძნობდა და მკურნალი ექიმის, ჯორჯ კნაპის განცხადებით, ზონას აღენიშნებოდა "ქალური პრობლემები")ოთხი კვირის განმავლობაში ლოცულობდა, იმედი ჰქონდა, რომ დაბრუნდებოდა მისი ქალიშვილი და აუხსნიდა თუ რა მოხდა. ფოტოზე:მერი ჰისტერი, ზონას დედა
ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, დაკრძალვიდან ოთხი კვირის თავზე დედას ოთხი ღამის განმავლობაში ზედიზედ ეცხადებოდა ქალიშვილის აჩრდილი, რა დროსაც დედას უამბო, რომ მის სიკვდილში დამნაშავეა ქმარი-ედვარდი, რომელმაც ჯერ გაგუდა, შემდეგ კი კისერი მოტეხა, თან მერი ჰყვებოდა, რომ ქალიშვილის მოჩვენებამ ამის დასტურად კისერიც კი უჩვენა. დედამ დაარწმუნა ადგილობრივი პროკურორი ჯონ პრესტონი (John Alfred Preston), რომ საჭირო იყო გვამის ესგუმაცია. 1897 წლის 22 თებერვალს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზონას კისრის არე გატეხილი ჰქონდა, ხოლო ყელზე თითის ანაბეჭდები აღენიშნებოდა, ამის შემდეგ ედვარდ შუ დააპატიმრეს. სასამართლო პროცესის დროს, რომელიც 22 ივნისს დაიწყო, ზონას დედა იმდენად დამაჯერებელად ჰყვებოდა გარდაცვლილი ქალიშვილი გამოცხადების ამბავს, რომ მოსამართლემ ვერაფრით დაარწმუნა მსაჯულები, რომ არ გამოეტანათ განაჩენი მოჩვენების მონათხრობის საფუძველზე. 1897 წლის 11 ივლისს ნაფიცმა მსაჯულებმა გამოიტანეს განაჩენი: ედვარდ შუ დამნაშავედ სცნეს. შუ ქალაქ მოუნდსვილის ციხეში გადაიყვანეს, (დასავლეთ ვირჯინია), სადაც იგი გარდაიცვალა სამი წლის შემდეგ-1900 წლის 13 მარტს დაუდგენელი ეპიდემიისგან. ეს შემთხვევა ისტორიაში შევიდა, როგორც "გრინბრაიერის მოჩვენება"(Greenbrier Ghost), ზონა ჰისტერი სასაფლაოსთან დღემდე დგას სამახსოვრო დაფა, რომელიც გვახსენებს ამ მისტიურ ისტორიას.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |