კაილი ჯენერი გიორგი ქებურიას სათვალით გამოჩნდა...
რეალითი შოუს ვარსკვლავი,
კაილი ჯენერი, ლოს-ანჯელესის ქუჩებში ქართველი დიზაინერის,
გიორგი ქებურიას სათვალით გამოჩნდა.
ამის შესახებ თავად დიზაინერმა დაწერა facebook – ზე :
Kylie Jenner wearing our sunglasses.
რეალითი შოუს
Keeping Up with the Kardashians-ის ყოფილი მონაწილე კაილი ჯენერი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, სამი წელიც არაა, რაც ტუჩსაცხის,
Kylie Cosmetics-ის საკუთარი ბიზნესი აქვს და მისი ქონება უკვე 900 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჟურნალმა
Forbes-მა კაილი ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა ქალად
დაასახელა, რომელიც მილიარდერი საკუთარი შრომით გახდება.
კაილი ჯენერი კარდაშიანების კლანიდან ყველაზე უმცროსია. მისი ნახევარდის, 37 წლის კიმ კარდაშიანის შემოსავალი 350 მილიონ დოლარს შეადგენს.
კაილის, ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, ჯერ ლეგალურად ალკოჰოლის მიღებაც არ შეუძლია, თუმცა უკვე მოხვდა ფორბსის ყდაზე. ის 21 წლის 10 აგვისტოს გახდება.