ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით დიეტა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ამავდროულად ეფექტური საშუალებაა, რადგან ინდივიდუალურად შეგიძლიათ დაიცვათ დიეტა და მოერიდოთ ისეთი საკვების მიღებას რაც წონაში მატებას

უწყობს ხელს.
ზოდიაქოს ნიშნების მხედვით დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია და ასევე სწრაფი შედეგის მომცემი
რით უნდა იკვებოს ზოდიაქოს ნიშნებმა?

1)
ვერძი- ვერძებს ძალიან უყვარს სხვადასხვა გემრიელი საკვების დაგემოვნება და ისინი არიან კიდეც ჭარბი წონისკენ მიდრეკილნი, ამიტომ კარგია თუ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი რაციონიდან ამოიღებს ცხიმიან საკვებს და ხშირად მიირთმევს ბოსტნეულს.
2)
კურო- კუროებს ძალიან უყვართ გემრიელი საკვები, განსაკუთრებით ტკბილეული, ერთადერთი საშუალება მათი წონაში კლებისა არის ის რომ დაიცვან კვებითი ბალანსი, მიირთვან ცოტა და ხშირად, ასევე კარგი იქნება თუ ამოიღებენ კვებითი რაციონიდან ტკბილეულს, ცხარე საკვებსა და ალკოჰოლს.

3)
ტყუპები- საკმაოდ მომთმენი ზოდიაქოს ნიშანია, მათთვის კარგია მარცვლეულის მიღება ასევე ხილი და ციტრუსები.
4)
კირჩხიბი- ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ძალიან უყვარს ჯანსაღი საკვები, მათთვის ყველაზე კარგია მოხარშული ქათმის მკერდი, ბოსტნეული და ზეთისხილი.

5)
ლომი-ლომი საკმაოდ ძლიერი ნიშანია და თუ რაიმე დაისახა მიზნად ბოლომდე მიიყვანს, მათთვის საუკეთესო საშუალებაა ტკბილეულზე უარის თქმა და ასევე რძის პროდუქტებზე.

6)
ქალწული- ეს ნიშანი ისედაც ძალიან ზრუნავს თავის ფუგურაზე მათთვის კარგია ყოველდღიური ვარჯიშები და უცხიმო პროდუქტები (მაგ: მოხარშული ხორცი, ბარდა და ბოსტნეული)

7)
სასწორი-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან უჭირს დესერტებზე უარის თქმა ამიტომ მათ სასტიკი უარი უნდა განაცხადონ ტკბილეულზე და მიეძალონ ზღვის პროდუქტებსა და ბოსტნეულს

8)
ღრიანკალი- საკმაოდ აქტიური ზოდიაქოს ნიშანია მათთვის კარგია "მწვანე დიეტა " ბოსტნეული, ხილი, ზღვის პროდუქტები.

9)
მშვილდოსანი-ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია პარკოსნები, კენკრა და ბრინჯი.

10)
თხის რქა- საუკეთესო საშუალებაა ვარჯიში და შვრიის ფაფის დიეტა

11)
მერწყული- მიირთვით ჯანსაღი საკვები და დალიეთ ბევრი წყალი, მერწყულებისთვის წყლის ბალანსი აუცილებელია

12)
თევზები- საუკეთესო საშუალებაა კეფირისა და წიწიბურას დიეტა.
